როგორ შევამსუბუქოთ ტკივილი გონების ძალით?

შეუძლია ჩვენს გონებას იყოს ტკივილზე ძლიერი?

სიმართლეა, რომ წამლების მიღება ტკივილს ამსუბუქებს, თუმცა ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში, წამლების მიღებას შესაძლოა სერიოზული გვერდითი ეფექტები ახლდეს თან.

საბედნიეროდ, სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ტკივილთან გამკლავების ალტერნატიული მეთოდები არსებობს, რომლებიც კონცენტრაციასთან და გონების ძალასთანაა დაკავშირებული.

როგორ ამსუბუქებს ტკივილს გონების ძალა? მეცნიერების მიხედვით.

  • საჭმელზე ფიქრი.

ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რამხელა სიამოვნების მონიჭება შეუძლია კარგ საჭმელს. დგინდება, რომ იმ საჭმელზე ფიქრსაც კი, რომელიც შენ გიყვარს შეუძლია სასწაულები გაუკეთოს შენს სხეულს.

ვისკონსინის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ როცა ადამიანი თავის საყავრელ საჭმელზე ფიქრობს, ტკივილი მსუბუქდება. ყველაზე გავრცელებული ფიქრის ობიექტი კი შოკოლადი აღმოჩნდა.

  • კონტროლირებადი სუნთქვა.

ღრმა დიაფრაგმული სუნთქვა შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგანაც ის პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულირებას იწვევს, რაც ტკივილგამაყუჩებელივით მუშაობს. ამ საშუალებას მღელვარების და დაძაბულობის მოსახსნელად უკვე კარგა ხანია იყენებენ. თუმცა, სწორ სუნთქვის ტექნიკას ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც შეუძლია ეფექტის მოხდენა.

The Lamaze-ის სუნთქვის ტექნიკა ამ ლოგიკას ეფუძნება და რეკომენდირებულია ორსულისთვის, მშობიარობის ტკივილების შესამსუბუქებლად.

  • ყურადღების გადატანა.

რეალურად, ტკივილი თვითგადარჩენის მექანიზმია, რომელსაც ჩვენი ყურადღება გადააქვს ობიექტზე, რომელიც იწვევს მას. როცა ტკივილი ქრონიკულია, აუცილებელია ვიპოვოთ გზა, ყურადღების გადასატანად. ეს შეიძლება მიღწეული იქნას აქტივობებით, რომლებიც თანდათან გვადუნებს. თუნდაც, კითხვა ან ფილმის ყურება.

  • ლოცვა.

მელოდიის, სიტყვის ან ფრაზის განმეორება, ლოცვის წარმოთქმა, თუნდაც 30 წამით, დგინდება, რომ უსიამოვნო შეგრძნებებს ამცირებს. მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფო გვირჩევს ავირჩიოთ ნეიტრალური ან სასიამოვნო სიტყვა ან ფრაზა, რომელიც მეტად ეფექტურია ვიდრე მელოდია.

  • ვიზუალიზაცია.

წარმოიდგინე შენი ტკივილი, როგორც დიდი წითელი მასა, რომლის ნელნელა შემცირებას და დაპატარავებას ცდილობ, ან გავარდისფრებას და შერბილებას. ასევე შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ნელთბილ აბაზანაში წევხარ და შენი ხელები ტივტივებენ. წარმოიდგინე რას გრძნობს შენი სხეულის თითოეული დეტალი ამ დროს.

  • წნეხის წერტილები.

რბილად დააწექი იმ ადგილას, სადაც გტკივა, განსაკუთრებით თუ თავის ან კუნთის ტკივილთან გაქვს საქმე. დაწოლა ტვინში სიგნალს გააგზავნის, შეამსუბუქოს ტკივილი ან კუნთების დაჭიმულობა. თუმცა, თუ ამის შემდეგ ტკივილი უფრო გაძლიერდება, სხვა ტექნიკები სცადე.

  • მუსიკა.

მუსიკა ადამიანის ტვინზე სხვადასხვა სახით ზემოქმედებს. ყველაზე გამოსარჩევი ეფექტებია, რელაქსაცია, მღელვარების გაქრობა და ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესება.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვინც მუსიკას კვირის განმავლობაში ერთ საათს მაინც უთმობს, ტკივილს შემსუბუქებული ფორმით განიცდის.

  • კრეატიულობა.

გამოხატვითი თერაპია უფრო და უფრო დიდ როლს იჭერს ფსიქიკურ პრობლემებთან ბრძოლაში, თუმცა ის ეფექტურია ტკივილთან ბრძოლაშიც. კვლევა ადასტურებს, რომ ერთ საათიან ხელოვნების თერაპიას დადებითი ეფექტები აქვს შიდსით და კიბოთი დაავადებულების ჯანმრთელობაზე.

  • სიცილი.

UCLA-ს უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს რომლებიც სასაცილო ვიდეოებს უყურებდნენ, მაშინ როცა ხელები გაყინულ წყალში ჰქონდათ, უკეთესი ამტანობა გააჩნდათ სიცივის მიმართ.

როგორც ხედავ, გონების ძალას ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია ჩვენი სხეულისთვის. თუმცა საპირისპიროც შესაძლებელია. ნეგატიურ ფიქრებს და ემოციებს ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანება ძალუძს. ამიტომაც, გამოიყენე შენი გონების ძალა გონივრულად!

ორიგინალი სტატიის ავტორი: Anna LeMind, B.A.

დატოვე კომენტარი