საინტერესო ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტები

სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, აბრაამ ლინკოლნი მოჭიდავე იყო. მისი კარიერა 300-მდე გამარჯვებას იტევს. ლინკოლნმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგო კარიერაში. ის 1992 წელს ჭიდაობის დიდების დარბაზის წევრი გახდა.


ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ს ჰყავდა ხალხი, რომლებსაც “ექსკრემენტების მსახურები” ერქვათ და მათი მოვალეობა მეფისთვის უკანალის გამოწმენდა იყო. მისი მმართველობის პერიოდში ასეთი 4 ადამინი იყო და ოთხივე რაინდად იკურთხა.


მეოცე საუკუნის ადრეულ წლებამდე, მონღოლეთში სასჯელის ერთ-ერთი ფორმა იყო დამნაშავის ხის ყუთში ჩაკეტვა, ზოგიერთ შემთხვევაში, მანამ სანამ შიმშილით არ მოკვდებოდა.


ჰიტლერი, მუსოლინი და სტალინი სხვადასხვა დროს წარდგენილები იყვნენ ნობელის პრემიაზე, მშვიდობის დარგში.


ვიქტორიანულ ერაში მიღებული პრაქტიკა იყო სიკვდილის შემდეგ ფოტოები გადაეღოთ ნათესავებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში ისეთ პოზაში უღებდნენ სურათებს, თითქოს ცოცხლები იყვნენ.


1923 წელს, ჟოკეი ფრენკ ჰეიესმა ნიუ-იორკში ბელმონტ პარკში გამართული დოღი გამარჯვებით დაასრულა, მიუხედავად იმისა, რომ დოღის მსვლელობისას ის გარდაიცვალა. მას დოღის მსვლელობისას გულის შეტევა მოუვიდა, თუმცა სხეული უნაგირზე ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე დარჩა.


სიკვდილის სარეცელზე, ვოლტერს მღვდელმა თხოვა ეშმაკი უერჰყო. მან უპასუხა: “ახალი მტრების გაჩენისთვის ცუდი დროა”.


რომაელმა იმპერატორმა გაიუსმა, ცნობილი როგორც კალიგულა, თავისი ფავორიტი ცხენი სენატორად დანიშნა.


პაპმა გრეგორი მე-9-მ კატები ეშმაკის თაყვანისცემასთან ასოცირებულებად გამოაცხადა, რის შემდეგაც ევროპაში კატები იდევნებოდა და მოისპო. ფართოდ გავრცელებული რწმენაა, რომ კატების გაუჩინარებამ ხელი შეუწყო თაგვების რაოდენობის ზრდას და ბუბონური შავი ჭირის გავრცელებას.


პოპულარობის პიკზე მყოფმა ჩარლი ჩაპლინმა ჩარლი ჩაპლინის მსგავსთა კონკურსში მიიღო მონაწილეობა სან ფრანცისკოში და მე-20 ადგილზე გავიდა.


ტიტანიკის ჩაძირვამდე 14 წლით ადრე, მორგან რობერტსონმა დაწერა ნოველა “ამაოება”, რომელიც დიდ ჩაუძირავი გემის შესახებ იყო, რომელსაც “ტიტანი” ერქვა და ჩრდილო ატლანტიკის ოკეანეში აისბერგს შეეჯახა. ტიტანიკსაც და ტიტანსაც არ ჰქონდა საკმარისი მაშველი ნავები ათასობით მგზავრისთვის.


მე-19 საუკუნემდე გავრცელებული პრაქტიკა იყო კბილის პროთეზების მკვდარი მეომრების კბილებისგან დამზადება.


1998 წელს 1200 ძვალი, რომელიც 10 ადამიანს ეკუთვნოდა, აღმოჩენილი იქნა ბენჟამენ ფრანკლინის სახლის საძირკველში. სწავლულებს სჯერათ, რომ სხეულები ადამიანის ანატომიის შესასწავლად იყო გამოყენებული.


ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ომი, 335 წელიწადს გაგრძელდა და ნიდერლანდსა და სიცილიის კუნძულებს შორის მიმდინარეობდა. მიმდინარეობისას არცერთი ადამიანი არ ყოფილა მოკლული.


რომაელები შარდს პირის სავლებად იყენებდნენ. ის ამიაკს შეიცავს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური საწმენდი საშუალებაა.


აშშ-ს ახლანდელი 50 ვარსკვლავიანი დროშა 17 წლის რობერტ ჰეფტმა შექმნა სკოლის პროექტისთვის, რომლისთვისაც მან B- მიიღო.


მე-19 საუკუნეში იმდენად გახშირებული იყო ადამიანების ცოცხლად დამარხვა, გამოიგონეს უსაფრთხო კუბო, რომელში მყოფ “მიცვალებულს” შესაძლებლობა ჰქონდა მიწის ზემოთ მყოფთათვის შეეტყობინებინა, რომ ცოცხალი იყო.


მომზადებულია allthatsinteresting.com-ის მიხედვით

Subscribe
Notify of
guest
4 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments