საინტერესო ფაქტები სიზმრების შესახებ

მამაკაცები მეტ ფიზიკურ აგრესიას იჩენენ სიზმრებში, ვიდრე ქალები.

მეცნიერების უმეტესობა თანხმდება, რომ ცხოველებიც ხედავენ სიზმრებს.

ადამიანები, რომლებიც დაბადებიდან უსინათლოები არიან, სიზმრებში ვიზუალურ გამოსახულებებს ვერ ხედავენ. მათი სიზმრები მეტწილად ხმების, შეხებების, გემოების და სურნელებისგანაა აგებული. ადამიანები, რომლებმაც მხედველობა დაკარგეს, სიზმრებში ხედავენ, თუმცა, რაც მეტ ხანს ცხოვრობენ მხედველობის გარეშე, მეტად იკლებს გამოსახულებიანი სიზმრები.

უსინათლოები მეტ კოშმარებს, ხედავენ ვიდრე დანარჩენი ადამიანები. ისინი 4-ჯერ მეტ კოშმარს ხედავენ ვიდრე მხედველობის მქონენი, ან ადამიანები, რომლებმაც გარგვეულ ეტაპზე დაკარგეს მხედველობა.

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანების 12 პროცენტი შავ-თეთრ სიზმრებს ხედავს.

ზოგიერთ ადამიანს საკუთარი სიზმრის გაკონტროლება შეუძლია. ამას “ლუციდური სიზმარი” ეწოდება. კვლევების მიხედვით, ლუციდური სიზმრის მხილველთა 20 პროცენტი რეგულარულად ახდენს სიზმრების საკუთარი სცენარით წარმართვას. ამასთანავე, ადამიანების 60 პროცენტს, ერთხელ მაინც უნახავს ლუციდური სიზმარი.

ღამის მანძილზე საშუალოდ 2 საათი ვხედავთ სიზმრებს, დაახლოებით 4-დან 6 სიზმრამდე.

სიზმრების უმეტესობა ჩაძინებიდან 90 წუთის შემდეგ იწყება. ამ პერიოდს ძილის “რემ” ფაზა ეწოდება, რის დროსაც ჩვენი თვალები ქუთუთოებს მიღმა ინაცვლებს და მკლავები და ფეხები პარალიზდება.

ზოგიერთი ადამიანი “რემ” ძილის დარღვევას განიცდის, რაც მათი სხეულების პარალიზების გარეშე დარჩენაში გამოიხატება “რემ” ფაზისას. ისინი გაუცნობიერებლად ახდენენ სიზმრების კიდურებით გადმოცემას, რაც ხშირ შემთხვევაში სახიფათოა ახლო მყოფთათვის.

სიზმრები ახალი ინფორმაციის და უნარების გონებაში გაჯდომას ეხმარება და აუმჯობესებს პრობლემების გადაჭრის უნარს.

მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვთ ზუსტი პასუხი, იმაზე, თუ რატომ ვხედავთ სიზმრებს. ზოგიერთის აზრით სიზმრები ევოლუციური სარგებელია, რადგანაც სიზმრის ნახვისას ჩვენი გონება კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებაში ვარჯიშობს.

7 წელზე პატარები საკუთარი სიზმრების აქტიური მონაწილეები არ არიან. სიზმრის ნახვისას, ისინი როგორც წესი, დამკვირვებლები არიან.

მამაკაცები 20 პროცენტით ხშირად ხედავენ სიზმრებში მამაკაცებს, ვიდრე ქალები.

შენი პერსონალობა შესაძლოა განაპირობებდეს, როგორც ძილის ხარისხს ასევე სიზმრების თემატიკას. ინტროვერტები უფრო ხშირად ხედავენ კოშმარებს, მაშინ როცა, ექსტროვერტები უფრო ხშირად მოგზაურობენ სიზმრებში.

ზოგიერთი ადამიანი განიცდის შემაძრწუნებელ ფენომენს ძილის პარალიზს. დაახლოებით ადამიანების 8 პროცენტს ჰქონია ასეთი შემთხვევა, როცა ის ცნობიერია ირგვლის მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ვერ ამოძრავებს სხეულს.

ქალები უფრო ხშირად ხედავენ განმეორებით სიზმრებს, ვიდრე მამაკაცები. თეორიების მიხედვით განმეორებადი სიზმრები გადაუჭრელ ცხოვრებისეულ პრობლემებს გამოხატავენ.

მომზადებულია allthatsinteresting.com-ის მიხედვით

Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x
eskisehir escort - mersin eskort - sultanbet - dinamobet - Benjabet - Anadolucasino giriş -
Klasbahis güncel giriş
-
Dumanbet giriş
- cratosslot -

Bets10 sorunsuz giriş adresi

- www.mersindugun.com