სამყაროს სულიერი კანონები, რომლებიც უნდა გავაცნობიეროთ

1. ღვთაებრივი ერთიანობის კანონი

ეს არის ფუნდამენტალური კანონი, რომლის მიხედვითაც ჩვენს სამყაროში აბსოლიტურად ყველაფერი დაკავშირებულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენს ყველა სიტყვას, სურვილს თუ არჩევანს გავლენა ექნება მსოფლიოზე და ადამიანებზე რომლებთანაც კავშირი გექნება.

ზოგჯერ ეს ზემოქმედება გამოჩნდება მაშინვე და ცხადად. ზოგჯერ კი დრო დასჭირდება რათა მისი შედეგები ჩვენთვის ხილული გახდეს, ზოგ შემთხვევაში ვერც კი შევამჩნევთ მის გარე ზემოქმედებას.

მნიშნველოვანია ჩვენი თავი ერთობის ნაწილად წარმოვიდგინოთ რაც ჩვენს გარშემოა. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ამის გაცნობიერება ბევრად უფრო ძლიერებს და ბევრად უფრო ემპათიურებს გვხვდის.

2. ვიბრირების კანონი

ვიბრირების კანონის მიხედვით, ჩვენი სამყაროს ყველა ნაწილაკი გამუდმებულ მოძრაობაშია და გამუდმების დაატარებს ენერგიას. ეს კანონი მოქმედებს როგორც სამყაროს უზარმაზარ ნაწილებზე, როგორებიცაა პლანეტები და ვარსკვლავები, ასევე იმ სკამზეც რომელზეც ვზივართ და იმ კომპიუტერზე თუ ტელეფონზეც, რომელშიც ამ სტატიას ვკითხულობთ.

ამასთანავე, ყველაფერს გააჩნია საკუთარი ენერგიის სიხშირე. მაღალი ენერგიის მატარებელი სხეულები ბუნებრივად მაღალი ენერგიის მატარებელ სხეულებთან მოდიან ჰარმონიაში. ასევე ხდება დაბალი ენერგიების შემთხვევაშიც.

შესაბამისად, თუ ჩვენი მიზანია ვიცხოვროთ პროდუქტიული და სავსე ცხოვრებით, უნდა ვეცადოთ გავზარდოთ ჩვენი ენერგიის სიხშირე.

https://eon.ge/გზები-ვიბრაციული-სიხშირ

3. მიზიდვის კანონი

მიზიდვის კანონი გვეუბნება, რომ მსგავსი იზიდავს მსგავსს. შესაბამისად, ცხოვრებაში იმის მისაღებად რაც გვსურს, უნდა ვეცადოთ იგივე სიხშირეზე დავჯდეთ, რა სიხშირეზეც ჩვენი სასურველი რამეებია. თუ შენ იქნები პოზიტიური, აქტიური და მოსიყვარულე, მოიზიდავ მეტ ასეთივეს. მაშინ როცა, პესიმიზმი, შიში, უხალისობა უფრო მეტ ნეგატიურს შესძენს შენი ცხოვრების ყველა ასპექტს.

მცდელობით, რომ იყო მეტად პოზიტიური, შენ უკვე იყენებ მიზიდვის კანონს, იმისათვის რომ უკეთესი ცხოვრების რეალობა შეიქმნა.

4. შთამაგონებელი ქმედების კანონი

შთამაგონებელი ქმედების კანონი გვეუბნება, რომ ჩვენ აქტიურად უნდა მივისწრაფოდეთ ჩვენი მიზნებისკენ.

ბევრი ფიქრობს, რომ მიზნის ვიზუალიზაცია და პოზიტიური მიმართულების ჩამოყალიბება საკმარისია მიზიდვის კანონის გამოსაყენებლად.

ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მიზნისკენ ყოველდღიურად ვდგამდეთ შთამაგონებელ ნაბიჯებს. მიუხედავად ნაბიჯის სიდიდისა, ის მაშინვე გვეხმარება მოვიზიდოთ ის სასურველი, რისკენაც ვისწრაფით.

5. ენერგიის გაუთავებელი გარდაქმნის კანონი

კანონი გვეუბნება, რომ ყველაფერი ჩვენს გარშემო მუდმივ დინებაშია. ყველა ცვლილებას ვერ ვხედავთ, რადგანაც უმეტესობა უჯრედულ ან ატომურ დონეზე ხდება.

ამ კანონის გაცნობიერება გვასწავლის, თუ როგორ გამოვიწვიოთ პოზიტიური ცვლილება. გაითვალისწინეთ, რომ მაღალ ვიბრაციებს შეუძლიათ დაბალი ვიბრაციების გაუმჯობესებაზე იმოქმედოს. მაგალითისთვის, თუ შენ დაბალ სიხშირეზე ვიბრირებ, მეგობარს რომელსაც მაღალი ენერგოვიბრაცია გააჩნია შეუძლია გარდაქმნას შენი სიხშირე.

6. ანაზღაურების კანონი

ამ კანონის მიხედვით, შენ მიიღებ იმას, რასაც იმსახურებ. მიზიხდვის კანონის მსგავსია, თუმცა ფოკუსირება იმაზე გვაქვს, რომ ანაზღაურება შეიძლება მოგვევლინოს მრავალი ფორმით.

მაგალითისთვის, შენ რომ ლატარიაში დიდი რაოდენობის ფული მოიგო, იფიქრებ, რომ ეს საჩუქარია. თუმცა, შენი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, დიდი ფულის ქონამ შეიძლება გააუარესოს შენი ცხოვრება, საპირისპიროს ნაცვლად.

არსებითად ასეა, რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ეს კანონი შეგვახსენებს, რომ დავუფიქრდეთ, თუ როგორ ვექცევით სხვებს და როგორ ვექცევით ჩვენს პლანეტას.

7. ფარდობითობის კანონი

ფარდობითობის კანონი გვიჩვენებს, რომ საგნები ნეიტრალურია, როცა მათ იზოლირებულ ჭრილში განვიხილავთ. არცერთი ადამიანი, გამოცდილება, ემოცია თუ ქმედება არ არის შეფასებული, როგორც კარგი, ან ცუდი, სანამ მას რაიმესთან შედარებაში არ მოიყვან.

მაგალითისთვის, შენ შეიძლება ფიქრობდე, რომ ხარ ღარიბი, რადგანაც გყავს სამი მდიდარი ბიძა. თუ ამ კანონს გონებაში იქონიებ, მიხვდები, რომ ყველაფერს სხვადასხვა პერსპექტივა გააჩნია, რაც შენს გარშემო ხდება. ალტერნატიული პერსპექტივიდან სიტუაციის აღქმა დაგეხმარება გახდე მეტად მადლიერი და მიხვდე რა ასპექტებში გჭირდება განვითარება.

8. პოლარულობის კანონი

ამ კანონის გააზრებით ვსწავლობთ, რომ სამყაროში ყველაფერს გააჩნია ოპოზიტი და სწორედ ამ ოპოზიტის არსებობა გვეხმარება ჩვენი ცხოვრების გააზრებაში. მაშასადამე, როცა ცხოვრებაში მძიმე პერიოდი გიდგას, ამ კანონის გაცნობიერება დაგანახებს, რომ წინ დიდი განვითარება გელის.

თუ შენ თავს რეგულარულად შეახსენებ ამ კანონს, უფრო მშვიდი გახდები მძიმე პერიოდებში.

9. რიტმის კანონი

კანონი კონცენტრირებულია მოძრაობაზე. ის გვახსენებს ფაქტს, რომ ყველაფერი ციკლებადაა.

სამყაროს ციკლები შეგიძლია დაინახო ბუნებაში, მაგ: სეზონების ცვლილება, ადამიანის ასაკის მატების პროცესში.

დღეს შეიძლება სეზონი კარგი იყოს, თუმცა მუდმივი არაფერია, ამიტომ ისიამოვნე რაც გაქვს, სანამ გაქვს. ალტერნატიულად, შეიძლება ციკლის ნეგატიურ ეტაპზე იყო, თუმცა ეს შესაძლოა ის რაღაც იყოს, რაც ციკლის დადებით ეტაპის მოახლოებას გიჩვენებდეს.

10. სქესის კანონი

ამ კანონს საერთო არაფერი აქვს ბიოლოგიურ სქესთან. ის მიმართულია ფაქტისკენ, რომ სამყაროში ორი ძირითადი ენერგიის ტიპი არსებობს. შეგიძლია მათ მასკულინური და ფემინინური უწოდო, ინი და იანი, ანიმა და ანუმუსი.

ჩვენ ყველანი ორივე ტიპის ენერგიებისგან შევდგებით და მნიშვნელოვანია ვიპოვოთ მათ შორის ბალასი. იფიქრე იმ როლებზე, რომლებსაც თითოეული ტიპის ენერგია თამაშობს შენს ცხოვრებაში და არის თუ არა რომელიმე გადაჭარბებული ან ნაკლები.

მომზადებულია Katherine Hurst-ის სტატიის მიხედვით. thelawofattraction.com

დატოვე კომენტარი