საუკეთესო წიგნები მაგიური რეალიზმით

მაგიური რეალიზმი ამბის მოთხრობის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ფორმაა. და როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე მარტივად შესაყვარებელი წიგნის ჟანრია. მაგიური რეალობა საყოველთაოდ აღიარებული რეალობის თხრობას გულისხმობს, რომელშიც მაგიის და ფენტეზის ელემენტებია ჩაქსოვილი. ნაწარმოები კი, ამ ჩაქსოვილ ელემენტებს ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს. ამბები ობიექტური მსჯელობით და აღქმით მიღებულ წარმოდგენებს ანგრევს და მკითხველის განცვიფრებას იწვევს.

მარტივად რომ ვთქვათ, მაგიური რეალიზმი იდეალური ჟარნია, მათთვის ვისაც დიდი წარმოსახვის უნარი აქვს და აფასებს პერსონაჟებს, რომლებთანაც თავს აიგივებს და მათგან სწავლობს.

სტატიაში ვისაუბრებთ, ზემოთხსენებული ჟანრის საუკეთესო წარმომადგენლებზე. (ქართულ მაგიური რეალიზმის წიგნებს ცალკე სტატიას მივუძღვნით)

სალმან რაშდის “შუაღამის შვილები

წიგნში მოთხრობილ ამბავი ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება. სიუჟეტი 1948 წელს ბრიტანეთის ინდოეთის ნაწილში ვითარდება. პერიოდულად “ათას ერთი ღამის” სიუჟეტებს ვხედავთ, მთხრობელს კი ტელეპათიური უნარი გააჩნია. თუ ისტორია გიყვარს და გსურს ის ლიტერატურის ლინზიდან დაინახო, ეს წიგნი საშენოა.

ჰარუკი მურაკამის “კაფკა პლაჟზე”

წიგნის ნახევარი თავები გამოქცეულ 15 წლის ბიჭზეა, რომელსაც სახელად კაფკა ჰქვია და სახლიდან წყევლის თავიდან ასაცილებლად გამოიქცა, მეორე ნახევარი კი კაცზეა, რომელიც პირველად ტოვებს სახლს, დაკარგული კატის მოსაძებნად. მათი ცხოვრებები ჩახლართული და გაურკვეველი ხდება. წიგნში შევხვდებით ალუზიებს ოიდიპოსზე, მკვლელობის გამოძიებას, პოპ კულტურასთან კავშირებს, და მოლაპარაკე ცხოველებს. ჰარუკი მურაკამი ამბის მოყოლის ექსპერტია, და თუ მის ნაწარმოებებს ჯერ არ გაცნობილხარ, მშვენიერი წიგნია დასაწყებად.

არუნდატი როის “წვრილმანების ღმერთი”

სასტიკად ნათელი, ლამაზი, გულსატკენი, ამ ამბავს ცოტა ყველაფერი აქვს. აქ შეხვდებით ოჯახის ტრაგედიას, აკრძალულ სიყვარულს, პოლიტიკურ მღელვარებას, ალიტერაციულ სიუხვეს, ამიტომ, ამ წიგნით მაშინაც სიამოვნებას მიიღებ, თუ რაიმე მხატვრულს ეძებ, და მაშინაც, თუ ჩამთრევი ისტორიაა შენთვის პრიორიტეტი. როგორც სათაურიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, მკითხველი შემსწრეა მიწიერი და დიადი დეტალების ურთიერთკავშირის, მსხვილი მასშტაბის შემთხვევების, კარგისაც და ცუდისაც. თუმცა არააშკარად მაგიურ რეალიზმს ეკუთხვნის წიგნი, მაინც ამ ჟანრს შეგვიძლია მივაკუთვნოთ. მაგალითისთვის, წიგნში ყველაფერს გააჩნია პიროვნება, იქნება ეს სახლი, შეგრძნება, ქვეყანა, პერსონაჟები, კუბო, თუ კუბოში მწოლარე ბავშვი.

იზაბელ ალიენდეს “სულების სახლი”

რომანში მოქმედება ესტებან ტრუებას ოჯახის არაერთგვაროვანი, აჩრდილებისა და ზებუნებრივი ნიჭის მქონე ოთხი თაობის ადამიანების ცხოვრების ფონზე ვითარდება, თუმცა, მწერალმა მოახერხა, ერთი გვარის საუკუნოვან საგაში ლათინოამერიკული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი მაგიური რეალიზმი ისტორიული სინამდვილითაც გაეჯერებინა და მოეთხრო იმ სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც მის სამშობლოს, ჩილეს, მე-20 საუკუნეში დაატყდა თავს. (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

მიხაილ ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა”

ოფიციალურად ათეისტურ საბჭთა კავშირს უცნაური პროფესორი ვულანდი ეწვია, რომელიც ეშმაკის პროტოტიპია. მეორე სიუჟეტი კი ოსტატის მიერ შექმნილი წიგნია იესოს სიცოცხლის უკანასკნელ დღეზე, რის დაწერის შემდეგაც, ოსტატი გიჟად შერაცხეს. “ოსტატი და მარგარიტა” ზებუნებრივ და ზღაპრულ ელემენტებს, სატირულ შავ იუმორს და ქრისტიანულ ფილოსოფიას უთავსებს. უამრავი უცნაური და საინტერესო პერსონაჟი, ბევრი მაგია, მისტიკა, რომანტიკა.

გაბრიელ გარსია მარკესის “მარტოობის ასი წელიწადი”

შეიძლება ითქვას, რომ ესაა წიგნი ყველაზე აშკარად გამოხატული მაგიური რეალიზმით. “მარტოობის ასი წელიწადი” ნებისმიერი კითხვაზე შეყვარებულის ბიბლიოთეკაში იჭერს საპატიო ადგილს. სიუჟეტი კოლუმბიის გამოგონიკ ქალაქ მაკონდოში ვითარდება, სადაც გაბრიელ გარსია მარკესი ქმნის ჯადოსნურ სამყაროს, რომელიც სავსეა უცნაური ადგილებით, მისი მაცხოვრებლები კი თითქოს ჩვენსავით ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ამბავი მაკონდოს დაარსებიდან იწყება და ბუენდიების გვარის 7 თაობაზე მოგვითხრობს. დრო სწრაფად გადის, უფრო სწორად, ბრუნავს და პერსონაჟებიც იმაზე მალე ქრებიან, სანამ შეგვიყვარდება.

გამოიწერე
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა