სპილოს თოკის ამბავი

კაცმა სპილოებს ჩაუარა და გაკვირვებული შეჩერდა, ისინი ფეხზე დამაგრებული წვრილი თოკით იყვნენ დაბმულნი, აშკარა იყო, რომ მოენდომებინათ მარტივად შეძლებდნენ თოკის გაწყვეტას და გაქცევას. მაგრამ, რაღაც მიზეზის გამო, ასე არ იქცეოდნენ.

კაცმა, სპილოების მწვრთნელი შენიშნა და აუხნა გაკვირვების მიზეზი. მწვრთნელმა უპასუხა: როცა პატარები არიან, მათ დასაჭერად ასეთ თოკებს ვიყენებთ, როცა იზრდებიან მათი რწმენა წარსული გამოცდილებითაა განპირობებული. მათ სჯერათ, რომ თოკს ვერ გაწყვეტენ, ამიტომ არც კი ცდილობენ ამას.

კაცი გაკვირვებული დარჩა. ცხოველებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ მონობიდან თავის დაღწევა, თუმცა რადგანაც სჯეროდათ, რომ არ შეეძლოთ, ტყვეობაში რჩებოდნენ.

სპილოსავით, რამდენ რამეს არ ვაკეთებთ ცხოვრებაში მხოლოდ იმის გამო, რომ არ გვჯერა გამოგვივა, რადგან ერთხელ ერთი მცდელობა ჩაგვიფლავდა.

 

 

დატოვე კომენტარი