საზოგადოება მოხიბლულია პარანორმალური მოვლენებით, ფსიქიკით, სულებით და შეპყრობებით. თუმცა, აშკარა განსხვავებაა “მოჩვენებებზე მოანდირეების” ყურებასა და რეალურად პარანორმალობის რწმენას შორის.

თუ დარწმუნებული არ ხარ რომ სახლში მარტო იმყოფები, მგონი სჯობს ეს ყველაფერი გადაამოწმო. 

ორი ამბავი გვაქვს, ერთი კარგი, ერთი ცუდი…

შეიძლება შენთან ერთად სული ცხოვრობდეს… 

თუმცა აუცილებელი არაა მან რამე დაგიშავოთ, მშვიდობისმოყვარე სულებიც არსებობენ, რომლებიც ჰარმონიულად გეწყობიან.

მედიუმი პატი ნეგრი ამბობს: “ჩვენულებრივ, როცა ადამიანები ხვდებიან, რომ მარტო არ ცხოვრობენ, გართულებების გარეშე ახერხებენ შეგუებას და მშვიდობიან ცხოვრებას აგრძელებენ. თუ ზედმეტად გაწუხებთ ისინი, უბრალოდ უთხარით “დამტოვე”, ისინი გაგიგონებენ.”

თუ სულმა არ მოგისმინათ სხვა მეთოდებს უნდა მიმართოთ. 

სალბი უნდა დაწვათ. სახლის ტერიტორიაზე მარილი მიმოაბნიოთ. წმინდა წყალი მოასხათ, ან ის ნივთი ამოიცნოთ, რომელზეცაა მიკრული სული და გადააგდოთ.

თუმცა ეს მეთოდები, შეიძლება დროებითი იყოს. 

წარმოგიდეგენთ ნიშნებს, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები გეწვივნენ.

  • “I see dead people”

მეექვსე გრძნობა საეჭვოა გქონდეთ, თუმცა… ასეც ხდება ხოლმე, ყველაზე იშვიათი მოვლენაა ჩამოთვლილებს შორის და ყველაზე რთულად უარსაყოფი. შეიძლება ლანდმა ფანჯარასთან გაიელვოს და ტელევიზორის ეკრანზე გაკრთეს… შეგეშინდებათ, თუმცა იქნებ კეთილი სულია, რომელსაც უბრალოდ თქვენთან კავშირის დამყარება სურს… წინასწარ ღელვა არ ღირს.

  • სულები შენ სახელს ჩურჩულებენ…

თუ სული აგეკიდა, შენთან კონტაქტის დამყარებასაც მოისურვებს. ცარიელი ოთახიდან თუ ჩურჩული მოგესმა, ან საიდანღაც შენი სახელი შემოგესმა სჯობს ყურადღებით იყო. მან იცის შენი ვინაობა და გეძახის, შეიძლება პირდაპირ ყურში ჩაგჩურჩულოს შენი სახელი. მოუსმინე მათ…

  • ნაფეხურები, ან საგნების გადაადგილების ხმა.

თუ სულს არ შეუძლია დაგენახოს და თავისი ხმა გაგაგონოს, შენი ყურადღების მიპყრობის სხვა ხერხებს მიმართავს. მას შეუძლია ფეხის ხმის იმიტაცია გააკეთოს ან იმ საგნების გადაადგილების ხმა გაგაგონოს, რომლებიც რეალურად ადგილზე დგას. ან დახურული კარის დახურვის ხმა გაგაგონოს.  

  • ცივი წერტილები.

სულებს განსხვავებული შესაძლობები აქვთ და ყველა ვერ ახერხებს იყოს შესამჩნევი. მათ შეუძლიათ სითბოს შთანთქმა და იმ ადგილებში სადაც იმყოფებოდნენ სიცივეებს ტოვებენ. ზაფხულში მაინც მოვიდნენ… 

  • ელექტრო მოწყობილობები ფუჭდება ან ნათურები იწვება.

ასეთი მოვლენებიც სულის ენერგიას უკავშირდება. ჰოლივუდშიც ხომ ხშირად იყენებენ ამ ეფექტს. ნათურები ციმციმებენ და უცებ ბნელდება. არხები თავისით ირთვება, ტელევიზორი შრიალებს და იქვე თბილ სავარძელში წევს მოკლული… მგონი შორს წავედით… 

  • შენთან ახლოს მოძრაობას გრძნობ.

აშკარად ვიღაცამ ჩაგიარათ, თუმცა მარტო ხართ… ფარდები შრიალებენ, მაგიდაზე კი ცარიელი ფურცელი აფრიალდა…

  • უცნაური ნისლი და ფორმები.

ზოგიერთ ექსპერტს სჯერა, რომ ამბიციური სულები არსებობენ. 

უნდათ ჩვენს სამყაროში შემობრძანება, თუმცა საკმარისი ენერგია არ გააჩნიათ, რომ ფორმები მიიღონ. ამიტომ უფორმო ნისლის სახით გვევლინებიან ხოლმე. შეიძლება ვიდეოში გამოჩნდნენ ან ფოტოებში. ან შეიძლება სტატიის კითხვის დროს ჩაგიელვოთ ყურებთან… 

  • საგნები მოძრაობენ, ქრებიან და ჩნდებიან.

გასაღები როცა იცით რომ მაგიდაზე არ დაგიტოვებიათ, ის უჯრაში იდო. სკამი ხომ შეწეული დატოვეთ… მგონი უტიფარი სულები ერთობიან… 

  • პერსონალობის ცვლილება.

როცა სიტყვა შეპყრობილი გვესმის, გვახსენდება ჰოლივუდური ფილმები… სახეები 360 გრადუსით ბრუნდებიან, დემონები ეპატრონებიან მათ და საზარელი ხმებით ლაპარაკობენ, მახინჯ სახეებს იღებენ და ჰაერში დაფრინავენ…

თუმცა, შეიძლება სინამდვილეში ცოტა სხვანაირად იყოს. როცა ვხედავთ, რომ ჩვენი ნაცნობი ადამიანი განსხვავებულად იქცევა, ახალ ინტერესებს იჩენს და ახლებურად რეაგირებს. იქნებ სულები დაეპატრონნენ…

  • უბრალოდ იცი…

ინტუიცია… ისაა, რასაც ვერ დავაიგნორებთ… გრძნობთ, რომ მარტო არ ხართ. თავი გიჟი ნუ გგონიათ, ხშირ შემთხვევაში ინტუიცია არ გატყუებთ…

მომზადებულია awarenessact.com-ის დახმარებით
დატოვე კომენტარი