ფსიქოლოგიური კვლევების საინტერესო შედეგები

ქცევითი მეცნიერების სამყაროში, მკვლევარები ცდილობენ ადამიანების ქცევების ბუნების გარკვევას სხვადასხვა სწავლებებით და ექსპერიმენტებით ცდილობენ. წლების განმავლობაში კარგად ორგანიზებული კვლევების შედეგად, ამ თამაზე უამრავი სტატია თუ წიგნი შეიქმნა. სტატიაში გთავაზობთ ყველაზე საინტერესო აღმოჩენებს – რომლებმაც შესაძლოა გაგაკვირვოთ, და რომლებიც ადამიანების ქცევის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ.

ადამიანების ემოციური გამოხატულება საოცრად მსგავსია მთელ პოპულაციაში. (მაგ,. სიცილი, სიცილია, სადაც არ უნდა წახვიდე)

სახის გამოხატულებები, რომლებიც პასუხისმგებელის ძირეულ ემოციებზე, როგორებიცაა შიში, სიხარული, მწუხარება, ბრაზი, გაკვირვება, ზიზღი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთმანეთის მსგავსია.

რაც მეტს გადაუხდი ადამიანს, იყოს შენი მოსამსახურე, მით ნაკლებ სიამოვნებას მიიღებს ის მუშაობისგან.

ფაქტი დაადასტურა ექსპერიმენტმა, რომლის მიხედვითაც მოხალისეებს, რომელთაც 1 დოლარს უხდიდნენ მოსამსახურეობრივ სამსახურში, უფრო მოსწონდათ საკუთარი საქმე, ვიდრე მათ, ვისაც 20 დოლარს უხდიდნენ. როცა ადამიანებს ცუდად უხდიან არასასიამოვნო საქმიანობაში, უფრო მეტია შანსი, დაარწმუნონ საკუთარი თავი, რომ მოსწონთ თავიანთი სამუშაო, რათა შეამცირონ საკუთარი შემეცნებითი შეუსაბამოდის დონე.

ადამიანს, ისეთივეს, როგორიც მე და შენ ვართ, აქვს უნარი დაარწმუნოს უცნობი, რომ მოკლას სხვა ადაიანი.

განსაზღვრული კონდიციების შემთხვევაში, ჩვეულებრივი მოზარდების დიდ რაოდენობას შეუძლია ადამიანის მოკლას – განსაკუთრებით, თუ მათ ამისაკენ ავტორიტეტული ფიგურა მიუთითებს, და კონტექსტი შეფუთულია “კარგი მიზნით”.

ემოციური ინტელექტი ხშირ შემთხვევაში უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე შემეცნებითი, როცა საქმე ცხოვრებაში წარმატების მიღწევასთან გვაქვს.

როგორც წესი ჩვენ ადამიანების ინტელექტს აკადემიური მოსწრების ხარისხით ვაფასებთ. ფაქტი კი ასეთია, რომ ცხოვრებაში წარმატებისთვის ემოციური ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შემეცნებითი.

დღევანდელობაში, ამერიკაში ჩადენილი მკვლელობების ერთ მესამედზე მეტს კავშირი აქვს ღალატთან.

შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ადამიანები მეტად ცივილურები გავხდით და როგორღაც ჩვენ საწყის ევოლუციურ სათავეებს გადავაბიჯეთ, თუმცა ეს ასე არაა. 1982 წელს ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ აშშ-ში მომხდარი მკვლელობების დაახლოებით ერთი მესამედი ღალატის ნიადაგზე მოხდა.

ადამიანების ახსნა, თუ რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებ, ხშირ შემთხვევაში აბსოლიტურად არასწორია.

1977 წლის კვლევით დგინდება, რომ მაშინ როცა ადამიანებს არავითარი პრობლემა არ აქვთ საკუთარი ქმედების დასაბუთების, ხშირ შემთხვევაში ვერ ასახელებენ ქმედების რეალურ მიზეზს. ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის მონაწილეების ნაწილს აყურებინეს ფილმი, რომლის დროსაც გამუდმებით ისმოდა რაღაც ხმაური, მეორე ნაწილს კი ხმაურის გარეშე. პირველ ნაწილს ბუნებრივია ნაკლებად მოეწონა ფილმი, თუმცა ფილმის არ მოწონების მიზეზში თანმდევი ხმაური არავინ დაასახელა.

სტატიის ავტორი: Glenn Geher, Ph.D.,

ნათარგმნია წყაროდან: https://www.psychologytoday.com/us/blog/darwins-subterranean-world/201712/top-10-cool-psychological-research-findings

დატოვე კომენტარი