ცოტა რამ კოკა-კოლას შესახებ

სასმელი „კოკა-კოლა“ შეიქმნა ქალაქ ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, შეერთებული შტატები) 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია.

კოკა-კოლას უმთავრესი ინგრედიენტი იყო კოკაინის ფოთლების სამი მილიგრამი მცენარე კოლას თხილის ერთ ნაწილზე.[1]

თავიდან კოკა-კოლას ყოველდღე ყიდულობდა საშუალოდ სულ 9 ადამიანი. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან კოკა-კოლა პოპულალური გახდა. 1888 წელს პემბერტონმა ბრენდი გაყიდა, ოთხი წლის შემდეგ, 1892 წელს, ასა გრიგს კენდლერმა დააარსა კომპანია „კოკა-კოლა“.

ფაქტები

1. მსოფლიოში მოხმარებული ყველანაირი სასმელის 3.1% არის კოკა-კოლას პროდუქცია
ყოველდღიურად მირთმეული 55 მილიარდი პორცია სასმელიდან (წყლის გარდა), 1.7 მილიარდი მოდის კოკა-კოლას სასმელებზე.

2. თუ შენ ყოველდღე კოკა-კოლას ოჯახის ერთი სასმელი დალიე, ყველასგასასინჯად 9 წელიწადი დაგჭრდება.

კოკა-კოლა აწარმოებს 3.500-ზე მეტი სახის სასმელს (აქედან 500 ბრენდია), დაწყებული სოდიანით, გაგრძელებული ენერგეტიკულით და დამთავრებული სოიოს სასმელებით.

3. კოკა-კოლა თავისი 35.1 მილიარდიან შემოსავლით რიგით 84-ე უმსხვილესი ეკონომიკაა მსოფლიოში. იგი კოსტა-რიკაზე ერთი საფეხურით მაღლა დგას.

4. ბრენდი კოკა-კოლას საბაზრო ღირებულებაა 74$ მილიარდი: უფრო მეტი, ვიდრე ბუდვაიზერი, პეფსი, სტარბაქსი და რედ-ბული ერთად

კოკა-კოლა ღირს 74$ მილიარდი, მაშინ, როდესაც ბუდვაიზერი, პეფსი, სტარბაქსი და რედ-ბული ერთად 50$ მილიარდი.

5. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კოკა-კოლას შემოსავალი 38%-ით ნაკლები იყო პეპსის შემოსავალზე, კოკა-კოლამ 16 მილიარდით მეტი მოგება მიიღო გამაგრილებელ სასმელებიდან.

გახსოვდეთ, რომ პეფსის ეკუთვნის ისეთი ბრენდებიც, რომლებიც სასმელის ინდუსტრიაში არ მოღვაწეობენ. მაგალითად ყელასთვის ნაცნობი ჩიფსი “ლეისი”.

6. კოკა-კოლას აქამდე წარმოებული თითოეული წვეთი რომ 250 გრამიან ბოთლებში ჩავასხათ და დედამიწაზე დავაწყოთ, ის მთვარემდე მიაღწევს და ჩამოვა, არა ერთხელ, არამედ 2000-ჯერ!

7. თუ კოკა-კოლის 2.8 მილიონ ჩამოსახმელ აპარატს ერთად დავაწყობთ ის დაიკავებს 150.2 მილიონ კვადრატ ფუტს – 4-ჯერ მეტს, ვიდრე ემფაიარ სთეით ბილდინგია.

8. კოკა-კოლის ლოგოს მსოფლიოს მოსახლეობის 94% ცნობს.

კოკა-კოლა არის მსოფლიოს მაშტაბით რიგით მეორე ყველაზე ცნობილი სიტყვა, “ოკეის” შემდეგ.

9. დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე არსებობს 33 არაალკოჰოლური სასმელის ბრენდი, რომელიც იღებს1$ მილიარდზე მეტ მოგებას. აქედან 15 ეკუთვნის კოკა-კოლას.

10. კოკა-კოლა უფრო მეტს ხარჯავს რეკლამაზე, ვიდრე მაიკროსოფტი და ეფლი ერთად.

კოკა-კოლის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $2.9 მილიარდი
მაიკროსოფტის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $1.6 მილიარდი
ეფლის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $691 მილიონი

დატოვე კომენტარი