არაკომფორტული იდეები, რომლებზეც უნდა ვიფიქროთ

მოდით თვალი გავუსწოროთ ცხოვრებას. ვარდისფერ სათვალეს თუ მოვიხსნით დავინახავთ ისეთ რამეებს, რაც ცხოვრების კანონზომიერებებია და უკეთესი იქნება თუ მათ მივიღებთ.
ნომერი 1. უფასო ყველი მხოლოდ ხაფანგშია.
არ არსებობს უფასო საჭმელი, არ არსებობს უფასო ფული. და მას ნუღარ ელოდები.
არავინ მოგცემს იმ ცხოვრებას, რომელსაც ელოდები. ცხოვრება რთულია და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აშენო შენი ოცნებები და მიზნები.
ერიდე ფულის სწრაფად შოვნის შემოთავაზებებს და გზებს. ერიდე სასწაულის იმედზე ყოფნას. უბრალოდ მოგატყუებენ.
შენ თაგვი ხარ და უფასო ყველს გიჩვენებენ.
ნომერი 2. ბავშვი, რომელმაც თვითონ იყიდა ტოიოტა, მეტად წარმატებულია, ვიდრე ბავშვი, რომელიც მამის ნაყიდი რეინჯ როვერით დასეირნობს
ერთი რამ უნდა დაიმახსოვრო:
წარმატება შენი მიღწეული პროგრესით განისაზღვრება და არა სიტუაციით, რომელშიც ახლა იმყოფები.
შენ, შენ საკუთარ რბოლაში იღებ მონაწილეობას. სხვების მდგომარეობას ნუ ედარები. ერთადერთი ვისაც უნდა შეედარო, შენი გუშინდელი მეა.
ნომერი 3. ფული მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, როდესაც ის არ გაქვს.
ცხოვრება ფულის პრობლემებად და ცხოვრებისეულ პრობლემებად იყოფა.
ფულადი პრობლემებია: რა უნდა ჭამო, სად იცხოვრო, და საერთოდ როგორ გადარჩე.
ცხოვრებისეული პრობლემებია: შენი ბედნიერება, სიყვარული, ჯანმრთელობა და ა.შ.
რთულია იფიქრო ბედნიერებაზე, როდესაც არ იცი რა აჭამო შენს შვილებს მომდევნო კვირაში.
ამიტომაცაა ფული უმნიშვნელოვანესი ჩვენს ცხოვრების პირველ ეტაპზე. თუმცა მას შემდეგ რაც ფინანსურ პრობლემებს აგვარებ, ხვდები, რომ ცხოვრებაში ბევრად უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი რამეებიცაა.
ნომერი 4. ის რომ, ვიღაცის რაღაც ნათქვამი გეწყინა, არ ნიშნავს, რომ მან რეალურად თქვა რაიმე საწყენი.
როცა თავს შეურაცყოფილად გრძნობ, არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ.
ეს ნიშნავს, რომ შენ ემოციურად საკმარისად მომწიფებული არ ხარ, რომ კონკრეტულ უსიამოვნო სიტუაციას გაუმკლავდე. შენ საკმარისად დარწმუნებული არ ხარ საკუთარ თავში და საკუთარ შესაძლებლობაში, აკონტროლო თავი.
წყენა დაუცველობიდან მომდინარეობს, ეს წითელი დროშაა, რომელიც გვატყობინებს, რომ ცხოვრება მთლად სწორი გზით არ მიგვდის.
ეს მოლოდინის და რეალობის ჭიდილის შედეგია.
ნომერი 5. სოციალურ ქსელებში ცუდ დღეებს არავინ პოსტავს.
სოციალური მედია სიკვდილის პირასაა.
გახსოვს ის პერიოდი როცა ფეისბუქი ნამდვილად სახალისო და აღმაფრთოვანებელი იყო? ახლა კი სოციალური მედია მხოლოდ ჩვევის ნაწილია.
ადამიანები იმაზე სწრაფად ვკარგავთ ინტერესს, ვიდრე წარმოგვიდგენია.
სოციალურ მედიაში არაფერი იცვლება, მას აღარც ღირებულება გააჩნია და აღარც საინტერესოობა.
ადამიანები იგივე ადრენალინს ვეღარ იღებენ ლაიქებით და ჩართულობით, როგორც ადრე იყო.
მეტიც, უკვე მოსაწყენი გახდა ხელოვნურად აშენებული ცხოვრებების არარეალისტური სურათების ყურება, ისევ და ისევ. სოციალური მედია მოსაწყენი და დეპრესიული გახდა.
სოციალური მედია რეალობა არ არის!
შენ ვიღაცის ცხოვრების წინასწარ შერჩეულ ნაკუწებს ხედავ. იმას ხედავ, რაც უნდა რომ დაგანახონ.
ნომერი 6. შენი არსებობის უკანასკნელი მომენტი სწორედ ახლაა.
შენ ახლა ყველაზე უფროსი ხარ, რაც კი ოდესმე ყოფილხარ და ეგ ფიქრები ყველაზე ახალი ფიქრებია რომლებსაც შენს გონებაში გაუვლია.
შენ ამ კონკრეტულ მომენტს წარსული გამოცდილებების ლინზიდან ფილტრავ.
არავინ განიცდის ამ მომენტს იგივენაირად, როგორც შენ!
ჩვენ სტრესი მოგვიცავს ხოლმე მომავალზე ფიქრისას და საკუთარ თავს აწმყოს მომენტებს ვპარავთ. ჩვენ ვეღარ ვახერხებთ დავინახოთ, თუ რამდენად საოცარია მიმდინარე წამი.
ნომერი 7. ცხოვრებაში, გაკვეთილამდე, ტესტს გადიხარ.
ცხოვრება სავსეა წარმატებული და წარუმატებელი მომენტებით და მომენტის მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როცა უკვე გაივლის.
ცხოვრება უბრალოდ მიდის, ხან უკეთესად, ხან უარესად.
ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი უნარი გვჭირდება, რომელიც არ გაგვაჩნია. ისეთ სიტუაციებში ვვარდებით ხოლმე, რომლისთვისაც მზად არ ვართ.
უბრალოდ გვახსოვდეს:
სიყავრული ტკივილის უკან ცხოვრობს, შიში სილამაზის დანახვას გვაიძულებს და დრაკონის უკან ჯილდო იმალება.

ორიგინალი სტატიის ავტორი – alux.com

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments