თანასწორობა – თანაბარუფლებიანობა თუ ერთნაირობა
კაცობრიობა საუკუნეებისა და ათასწლეულების მანძილზე აყალიბებდა წარმოდგენებს ადამიანის უფლებების შესახებ. ეს წარმოდგენები ხშირ შემთხვევაში იყო ძალიან უსამართლოც, სულელურიც, ირაციონალურიც, მაგრამ როგორი უცნაურიც უნდა ყოფილიყო, სწორედ ეს წარმოდგენები განაპირობებდა იმას, თუ როგორ კანონს მიიღებდა მონარქი, იმპერატორი თუ მეფე.
ავად თუ კარგად, კაცობრიობა მაინც ვითარდებოდა. თუმცა ამ განვითარების ვინ მოსთვლის რამდენ საუკუნოვან პერიოდს მილიონობით და მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხან განსხვავებული რასის ხალხს ვიმონებდით და ვხოცავდით მათი უცნაურად მუქი კანის ფერის გამო… თვალი არ გვქონდა მიჩვეული და გვაღიზიანებდა ალბათ, ხან ქალებს ვიმონებდით რადგან ყურანსა თუ ბიბლიაში ეწერა ასე.
შორს რომ არ წავიდე ჩვენს წილხვედრში ბატონ-ყმობის პერიოდში კეთილი და მოწყალე ბატონები გლეხების პატარძლებს სექსთოჯინებად იყენებდნენ, შემდეგ კი საბჭოთა კავშირში ერთმორწმუნე რუსეთმა 70 წელი ისე გვაუპატიურა, რომ დღემდე ენატრება ზოგიერთს მასთან დაბრუნება. დღეს იმაზე კარგი დროა ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს რეალობაც არ მოგვწონს, მაგრამ ასეა. ადრე უარესი იყო. დღეს ციმბირში გადასახლება მაინც არ გვემუქრება ხელისუფლებებს როცა ვაგინებთ, არც დახვრეტის გვეშინია და არც ვინმე ოჯახში ზანგი მონა ვართ. ასე თუ ისე დღეს ადამიანის უფლებები ყველაზე მეტად დაცულია (თუ არ ჩავთვლით ისლამურ ქვეყნებს და ჩრდილოეთ კორეას, იქ სრული ქვესკნელია).
ახლა სხვა პრობლემები გვაწუხებს. დახვრეტასთან და მონობასთან შედარებით მსუბუქი, მაგრამ იმდენად მწვავე, რომ მოგვარებად ღირს. მაგალითად ოკუპაცია, სიღარიბე, განათლება, ნარკოპოლიტიკა, გარემოს დაბინძურება, ძალადობა, ტერორიზმი და პიდარასტებისგან თავის დაცვა.
კაი ეს ხუმრობით…
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიისგან შეცდომებზე ძალიან ბევრი ვისწავლეთ, დღეს მაინც უკმაყოფილოა ხალხი და უნდათ კიდევ მეტი თანასწორობა.
ამაში ცუდი არაფერია. მეტიც, ვფიქრობ, დრო დადგა, რომ ახლა მაინც 21-ე საუკუნეში ვაჯობოთ ჩვენს წინაპრებს კაი კაცობასა და კაი ადამიანობაში. ანუ იდეალურად დავიცვათ ადამიანის უფლებები. ვიყოთ აბსოლუტურად თანასწორნი კანონის წინაშე განურჩევლად სქესისა, რასისა, ეთნიკური წარმომავლობისა, სექსუალური ორიენტაციისა, რელიგიური აღმსარებლობისა და ა.შ. ყველას ვერ ჩამოვთვლი, ძირითადად ეს რამდენიმე მათგანია ხოლმე ყველაზე პრობლემატური, აბა მსუქნების ან დაბლების აქცია არ მინახავს ჯერ თანასწორობას რომ ითხოვდნენ.
და აი როგორც იქნა მივედით ყველაზე საინტერესოზე.
რა ხდება, მაშინ, როცა ადამიანები თანასწორობას აღწევენ?
აი იბრძოლეს ათწლეულები, საუკუნეები, დაღვარეს სისხლი, ოფლი, დორბლი და როგორც იქნა გაუთანასწორდა ზანგი თეთრს, ქალი კაცს, მოლა მღვდელს, გეი ჩვენ და ა.შ.
მერე რა ხდება?
წესით აქ უნდა გავჩერდეთ ხო? და გადავიდეთ სხვა პრობლემებზე.
მაგალითად იმაზე, რომ არ იჭერდნენ ადამიანებს მოსაწევის გამო, ან იმაზე, რომ საბჭოთა კავშირში გაკულაკებული პაპაჩვენების მამულები დავიბრუნოთ, ან იმაზე, რომ ახალგაზრდა ბიჭები ყარაულებად არ მიყავდეთ ერთი წლით ვიშკაზე.
მაგრამ არა… ვაგრძელებთ ისევ ინერციით იქ ბრძოლას, სადაც წესით უნდა გავჩერებულიყავით. თანასწორობისთვის ბრძოლა ერთნაირობისთვის ბრძოლაში გადაგვეზარდა. საბოლოოდ ჩვენი უფლებები ჯერ კიდევ შელახულია. ახლა თანასწორად ვიჩაგრებით სისტემის მიერ.
თუმცა თანამედროვე ფემინისტები ისევ იმ ფრონტზე იბრძვიან. ცოტა ზედმეტად გაუგრძელდათ ფრონტის წინა ხაზზე დგომა. მათი ბრძოლა თანასწორობისათვის გადაიზარდა კაცთმოძულეობაში, აგრესიასა და არაადეკვატურობაში.
არაადეკვატურობა, როგორც მავნებლობა
სულელი მეგობარი უარესია, ვიდრე მტერიო ნათქვამია ერთხელ და გამეორებულია ათასჯერ. მეც დავემოწმები მის მთქმელს და გავიმეორებ ათასმეერთედ.
იდიოტიზმი, მსუბუქად რომ ვთქვათ არაადეკვატურობა, ხშირ შემთხვევაში იმაზე მეტად მავნე შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე მის ჩამდენს ან ჩამდენებს წარმოუდგენიათ ხოლმე.
აი მაგალითად შეიძლება ვიბრძოლო სწორი ღირებულებებისთვის, მაგრამ იმდენად არაადეკვატურად, რომ ეს უკანასკნელი დასაცინი გავხადო და ჩემმა ბრძოლამ უკუშედეგი გამოიღოს.
დაახლობით ასეთ რაღაცას შვრებიან თანამედროვე ფემინისტები.
დღეს მათ ულტრაფემინისტებად მოიხსენიებენ, თუმცა მე ეს საჭირო აღარ მგონია, რადგან ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფემინისტების ნაწილიც უკვე ულტრაა.
სურათებზე ხედავთ ადამიანებს გაფემინისტებამდე და გაფემინისტების შემდეგ.
პროტესტის ამგვარი ფორმები და შინაარსსმოკლებული აგრესია, ბადებს სიძულვილს და არასერიოზულ დამოკიდებულებას მათ მიმართ, რაც პირველ რიგში ქალებისთვის არის დამაზარალებელი.
რა განსხვავებაა თანასწორობასა და ერთნაირობას შორის?
თანასწორობა არის როცა ორი თუნდაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანის უფლებებს სახელმწიფო ერთნაირად ცნობს, ერთსა და იმავე კანონებს უქვემდებარებს. ეს თანასწორობაა და ეს კარგია.
ხოლო როდესაც კაცი ზუსტად იმდენ ჭურჭელს გარეცხავს რამდენიც ქალმა ან როდესაც ქალი ზუსტად იმდენ ბალანს გაიზრდის იღლიებში, რამდენსაც კაცი, ეს თანასწორობა კი არა ერთნაირობაა. ერთნაირობა კი ლამაზი არ არის. ადამიანები ბუნებით მრავალფეროვნები და ინდივიდუალურები ვართ. არ შეიძლება ეს მრავალფეროვნება რაიმეს გულისთვის ჩავკლათ და ვამტკიცოთ, რომ მხოლოდ ასეა სწორი.
ადამიანების ტოტალურად გაერთფეროვნების, ერთნაირებად ქცევის კარგი მაგალითია საბჭოთა კავშირი.
მაშინ ყველა ერთნაირი იყო. ერთნაირად ფიქრობდა, ერთნაირად სწავლობდა, ერთნაირი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა ხალხს, არ იყვნენ მდიდრები და ღარიბები, არამედ ერთნაირად ღარიბები, ყველას ჰქონდა ზღვრული რაოდენობის ქონება და მიწის ფართობი, სკოლებში უნიფორმები, პიონერის წითელი ყელსახვევები… ამას გვაძალებდა სისტემა. მაგრამ ახლა, როდესაც არავინ გვაძალებს ვიყოთ ერთნაირები, შეგვიძლია შემოვიფარგლოთ მხოლოდ თანასწორობით და ძალით არ ჩავკლათ მრავალფეროვნება და ინდივიდუალიზმი.
პტივისცემით, Eon.ge-ის ერთ-ერთი ბლოგერი.