10 ციტატა წიგნებსა და მკითხველების შესახებ

თუ შენ მკითხველი ხარ, გეცოდინება, რომ წიგნები სრულიად სხვა სამყაროების კარს ხსნიან. კითხვა საშუალებას გვაძლევს გამოვცადოთ ნამდილი ემოციები და შევიგრძნოთ სხვა ცხოვრების ტანჯვა თუ სიტკბოება. ვფიქრობთ, ჩვენი ციტატების კრებული წიგნებსა და მკითხველების შესახებ, ყველა ბიბლიოფილს მოეწონება.

იმ შემთხვევაში, თუ არ იცი, ბიბლიოფილი ‘წიგნების მოყვარულს’ ნიშნავს.

კითხვისას, შენ სრულებით წყდები რეალობას და გავიწყდება თუ ვინ ხარ. თითქოს, წიგნის გვერდებზე ტელეპორტირდები და ალტერნატიულ რეალობაში პოულობ საკუთარ თავს. შენ ხდები ჩუმი დამკვირვებელი იმ ამბების, რომლებსაც რეალურად შეიგრძნობ და პერსონაჟების ემოციებს ისე გამოცდი, თითქოს შენი საკუთარი იყოს.

კიდევ ერთი სიღრმისეული მომენტი, რომელიც ყველა სტაჟიან მკითხველს გამოუცდია არის ‘წიგნის პახმელია’. ნამდვილად კარგი წიგნის დასრულების შემდეგ, შენ სპეციალური კავშირი გიყალიბდება მის პერსონაჟებთან. შენ იძირები იმ სამყაროში, რომელიც წიგნშია აღწერილი.

როცა კითხვას ამთავრებ, ისეთი შეგრძნება გრჩება, თითქოს შენთვის ძვირფასი ადამიანი მოკვდა ან დაგტოვა. რთულია რეალობაში დაბრუნება. ქვემოთ მოყვანილი ციტატები მსგავს თემებზე და განსხვავებულ გამოცდილებებზეა, რომელიც მკითხველებისთვის ნაცნობი იქნება.

ისიამოვნე ციტატებით მკითხველებსა და წიგნების შესახებ:

მე წიგნები მირჩევნია ადამიანებს. მე არ მჭირდება თერაპია, მანამ, სანამ შემიძლია ნოველაში დავიკარგო. – უცნობი ავტორი

სჯობს ცხვირი წიგნში გქონდეს, ვიდრე ვინმეს საქმეში. – ადამ სტენლი

ბიბლიოთეკა გონების საავადმყოფოა. – ალვინ ტოფლერი

წიგნები: ერთადერთი რამ, რისი ყიდვაც გამდიდრებს. – უცნობი ავტორი

კარგი წიგნის კითხვისას წარმოიქმნება პრობლემა, შენ გინდა, რომ დაამთავრო ის, თუმცა არ გინდა მისი დამთავრება. – უცნობი ავტორი

შენ ხარ ის წიგნები, რომლებსაც კითხულობ, ის ფილმები, რომლებსაც უყურებ, ის ადამიანები, რომლებთან ერთად დროს ატარებ და ის საუბრები, რომლებშიც ერთვები. ფრთხილად აარჩიე ის, რითაც გონებას კვებავ. – უცნობი ავტორი

ჩვეულებრივ ადამიანებს აქვთ დიდი ტელევიზორები. არაჩვეულებრივებს – დიდი ბიბლიოთეკები. – რობინ შარმა

პიროვნება, რომელიც 5 წლის შემდეგ იქნები, დამოკიდებულია იმ წიგნებზე, რომლებსაც წაიკითხავ და იმ ადამიანებზე, რომლებიც გარშემო გეყოლება დღეს. – უცნობი ავტორი

კითხვა გვაძლევს წასასვლელ ადგილს, მაშინ როცა იქ დარჩენა გვიწევს, სადაც ვართ. – მეისონ ქული

კითხვას შეუძლია სერიოზულად დააზიანოს შენი უმეცრება. – უცნობი ავტორი

წიგნებს სამკურნალო თვისებები გააჩნიათ

წიგნები არამარტო თავშესაფარს გვთავაზობენ, მაშინ, როცა მოწყენილები ან იმედგაცრუებულები ვართ რეალობით. ისინი უკეთეს და უფრო ბრძენ ადამიანად გვაქცევენ. მათ შეუძლიათ საკუთარი თავის გაგებაში დაგვეხმარონ. ზოგჯერ, შესაძლოა მწერლის იდეები იმდენად ახლოს იყოს ჩვენთან, რომ გვეგონოს საკუთარ თავზე ნაწერს ვკითხულობდეთ.

ნიჭიელ მწერალს შეუძლია საოცარი რამეები მოახდინოს და ჩვენს არსებაზე ღრმა კვალი დატოვოს, მხოლოდ სიტყვების ძალით. არაჩვეულებრივია, არა? ადამიანს, რომელსაც არასდროს შევხვედრილვართ, და სავარაუდოდ ჩვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე გარდაიცვალა, უფრო ღრმა ეფექტი აქვს ჩვენზე, ვიდრე მათ ვისაც ყოველდღე ველეპარაკებით.

ეს არის სიტყვების ძალა. ისინი დროს უძლებენ და გადააქვთ უნივერსალური ადამიანური სიმართლეები. მათ მოაქვთ კომფორტი და გააზრება, როცა ჩვენს პიროვნებასთან ახლოსაა ნაწერი. საბოლოოდ, დაწერილი სიტყვების ძალა, საკუთარი თავის შეცნობაში და ცხოვრებისთვის აზრის შეძენაში გვეხმარება.

ორიგინალი სტატია: Learning Minds

Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments