12 შემთხვევითი აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მეცნიერებით დაინტერესებულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ შედეგების მისაღწევად საჭიროა ყურადღებით შედგენილი ექსპერიმენტები. თუმცა, ნამდვილად ასეა? ალბათ გაგიკვირდებათ, რომ სამეცნიერო აღმოჩენების 30-დან 50 პროცენტამდე შემთხვევითობით მოხდა.

თუმცა, ამ შემთხვევით აღმოჩენებში რაღაც არაჩვეულებრივიცაა. შესაძლოა, ისინი შემთხვევის შედეგად დაიწყო, თუმცა ჩამოყალიბდა, როგორც აღმოჩენა, რადგან მეცნიერებმა და მკვლევარებმა საჭირო ყურადღება მიაქციეს არაჩვეულებრივ ან მოულოდნელ შედეგებს.

“ყველაზე მომხიბლავი ფრაზა მეცნიერებაში, რომელიც ახალ აღმოჩენას გაუწყებს, არ არის ‘ევრიკა’! არამედ, ‘ეს სახალისოა…’ ” – აიზეკ აზიმოვი

გთავაზობთ 12 სამეცნიერო აღმოჩენას, რომელიც შემთხვევითობის შედეგია.

ტოპ 12 შემთხვევითი აღმოჩენა

#1 – 1827 – ასანთი

ინგლისელ ქიმიკოს ჯონ უოკერს უყვარდა სხვადასხვა ქიმიურ ელემენტებს შორის ექსპერიმენტების ჩატარება, საკუთარ ლაბორატორიაში. მას უნდა შეერია სინჯები, მათი ურთიერთქმედების სანახავად. მისი ბოლო შენარევი იყო სტიბიუმის სულფიდის და პოტაზიუმის ქლორატის მიქსი.

ეს იყო მეტწილად ასანთის მიქსტურა, რომელიც მის მოსარევ ჯოხს თავზე მოეცხო. ნაცხის მოშორების მცდელობისას ჯოხს ცეცხლი წაეკიდა და ქიმიკოსი გაოგნდა. მან ამ დროს მსოფლიოს პირველი ასანთი გამოიგონა. ახალი ასანთები იყიდებოდა, როგორც “ჯონ უოკერის მოხახუნე სინათლეები.”

#2 – 1878 – საქარინი

რუსი ქიმიკოსი კონსტანტინე ფალბერგი მუშაობდა ჯონ ჰოპკინსის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ბალტიმორში. მისი ამოცანა იყო ქვანახშირის კუპრის ქიმიური მახასიათებლების შესწავლა.

ერთ დღეს, მას დაავიწყდა ხელების დაბანა და ლანჩზე პურის ხვეულას მიირთმევდა, როცა შეამჩნია, რომ ის “ენით აუწერლად ტკბილი” იყო. მან პირი ხელსახოცით მოიწმინდა, სიტკბოს მოსაცილებლად, თუმცა ხელსახოცი კიდევ უფრო ტკბილი აღმოჩნდა. მან ჭიქა წყალი დალია, რომელსაც სიროფის გემო ჰქონდა. საბედნიეროდ, მან შეამჩნია კავშირი ტკბილ გემოსა და ქვანახშირის კუპრს შორის.

მან აღმოაჩინა საქარინი. საქარინი 300-400-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე შაქარი.

#3 – 1886 – კოკა-კოლა

ჯონ პემბერტონი

ამერიკელმა ბიოქიმიკოსმა ჯონ პემბერტენმა ლამის მომაკვდინებელი ჭრილობა მიიღო ამერიკის სამოქალაქო ომში. რის შედეგადაც, მას გამუდმებული ტკივილები ჰქონდა, და მორფინზე დამოკიდებული გახდა. ის წლების მანძილზე ატარებდა ექსპერიმენტებს ალტერნატიული ტკივილგამაყუჩებლის გამოსაგონებლად, მორფინზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად.

მან საბოლოოს სიროფი მიიღო კოკას ფოთლების და კოლას მარცვლების გამოყენებით. ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, მისმა ლაბორატორიის ასისტენტმა, სიროფი ნახშიროჟანგით გაჯერებულ წყალს შეურია და კოკა-კოლას პირველი ვერსიაც დაიბადა. გამოგონებას არ შეეძლოს თავის ტკივილის განკურნება და პემბერტონი მანამ გარდაიცვალა, სანამ იმ შედეგებს დაინახავდა, რაც მისმა უბრალო სიროფმა ცივი სასმელების ინდუსტრიაზე მოახდინა.

#4 – 1895 – რენტგენი ( X-Rays)

რენტგენი, უილჰელმ კონრადი. მისი ცოლის ხელი.

1895 წელს, ფიზიკოსი უილჰელმ რენტგენი ექსპერიმენტს ატარებდა კათოდის გამოსხივების მილებზე, როდესაც დაბნელებულ ოთახში უცნაური ნათება შენიშნა ახლოს მყოფ დაფაზე. მას არ სურდა ექსპერიმენტიდან გადახვევა, ამიტომ მილებიდან მომავალი სინათლის დაბლოკვა სცადა, თუმცა არაფერმა იმუშავა.

ამის შემდეგ, დაუჯერებლად, როცა მისი ხელი მილების გადასწვრივ გადაატარა, მან დაფაზე საკუთარი ძვლები დაინახა. რენტგენმა თანამედროვე რენტგენული სხივები გამოიგონა.

#5 – 1896 – რადიოაქტივობა

ჰენრი ბეკერელის ფოტოგრაფიული ფირფიტა

ზოგჯერ მხოლოდ ცუდი ამინდია საკმარისი, იმისათვის რომ შემთხვევითი აღმოჩენისათვის იდეალური გარემო შექმნას. ფრანგმა მეცნიერმა ჰენრი ბეკერელმა, რენტგენის მაშინდელი ახალი გამოგონების შესახებ შეიტყო. ბეკერელს სურდა ფოსფორესცენციის უფრო სიღრმისეული შესწავლა. მას სჯეროდა, რომ ურანიუმის კრისტალებს შეეძლოთ მზის ნათების შეწოვა და სურათის წარმოქმნა.

მან ჩაატარა ექსპერიმენტები და შედეგებმა აჩვენა, რომ კრისტალები წარმოშობდა კონტურებს ფოტოგრაფიულ ფირფიტაზე, იმის მიუხედავად შეეძლო თუ არა მზეს ფირფიტამდე მისვლა. მან ეს ფაქტი მტკიცებულებად გამოიყენა, რომ კრისტალები მზის ნათებას ისრუტავდნენ, სურათების წარმოსაქმნელად. როცა მოიღრუბლა მან ფირფიტა ბნელ ადგილას შეინახა, და როცა მოგვიანებით ნახა, მათზე გამოსახულება შესანიშნავად ჩანდა.

ამ დროს ბეკერელმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ურანი რადიოაქტიურობას გამოყოფს.

#6 – 1903 – დარტყმაგამძლე მინა

მანქანის ქარსარიდი მინა

ფრანგი მეცნიერი ედუარდ ბენედიქტუსი ცელულოზის ნიტრატის ნარევზე მთელი დღის მანძილზე ატარებდა ექსპერიმენტებს. შესაძლოა ის დაიღალა ამის გამო, ან რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს, მას დაუვარდა კოლბა, რომელიც მიქსტურას შეიცავდა.

მისთვის გასაოცრად, როცა მინა გატყდა, ის ნამსხვრევებად არ დაიშალა. მინამ თავდაპირველი ფორმა შეინარჩუნა. ბენედიქტმა დაიჯერა, რომ მიქსტურამ როგორღაც დაფარა კოლბის შიდა მხარე და შეაჩერა მინის მსხვრება. მან დარტყმაგამძლე მინა გამოიგონა.

#7 – 1928 – პენიცილინი

პენიცილინი და ბაქტერია

1928 წელს, შოტლანდიელ ბიოლოგს, იან ფლემინგს სამუშაო მაგიდაზე პეტრის თეფში დარჩა ერთი კვირის განმავლობაში, მაშინ როცა დასასვენებლად იყო წასული. დაბრუნებისას, შენიშნა, რომ მწვანე-მოლურჯო ობი გაზრდილიყო. რომელსაც თეფშზე მყოფი ბაქტერია შეეჭამა.

ფლემინგს რომ თეფში გადაეგდო, ალბათ კარგა ხანს არ გვექნებოდა პენიცილინი, თანამედროვე მედიცინის შემოქმედი.

#8 – 1941 – “ასაფხრეწი”

ოროვანდი – CC-BY-SA-3.0

ტანსაცმლის სამაგრი საფხრეწები გაწუხებს ხოლმე, როცა ქუჩაში სიარულისას ყველაფერს ეწეპება? შვეიცარიელი ინჟინერი ჟორჟ დე მესტრალი ამ შესაძლებლობამ მოხიბლა. ერთხელაც, ლაშქრობიდან დაბრუნებისას, ტანსაცმელი მოფარული ჰქონდა უსიამოვნო რამეებით. თუმცა, ფაქტმა, რომ ისინი ყველაფერს ეკვროდნენ, მას იდეა ჩააგონა.

მან შეისწავლა ოროვანდები და მიხვდა, რომ ისინი ყველაფერს ეკვროდნენ, რასაც კი მცირე მარყუჟები ჰქონდა. მან დუგმის და მარყუჟის რეპლიკაცია მოახდინა და შეიქმნა ყველასთვის ნაცნობი ტანსაცმლის სამაგრები.

#9 -1945 – მიკროტალღური ღუმელი

1945 წელს, ამერიკელი ინჟინერი პერსი სპენსერი რადარულ კომპანიაში მუშაობდა. რადარი მუშაობს ელექტრომაგნიტური ენერგიის სხივის კოსმოსში გასხივებით, ანტენის საშუალებით. რითაც ხდება ტერიტორიის სკანირება და შეტყობინების დაბურნება, თუ ობიექტს მოხვდება.

სპენსერი მაგნეტრონის მილზე მუშაობდა, რასაც ენერგიის მაღალი ტალღების გაშვება უნდა შეძლებოდა. მილთან ჩავლისას, შეამჩნია რომ შოკოლადი, რომელიც ჯიბეში ჰქონდა გადნა. ფაქტმა მისი ყურადღება მიიპყრო.

მან შუუმწვარი პოპკორნი დადო მილთან და პოპკორნმა გახეთქვა დაიწყო. ეს იყო მიკროტალღური ტექნოლოგიების დასაწყისი, პირველი ღუმელი კი 1.5 მეტრი სიმაღლის იყო. წლების შემდეგ შეიქმნა ის კომპაქტური ვერსია, რომელიც დღეს ჩვენთვის ცნობილია.

#10 – 1951 – სუპერწებო

ამერიკელ ქიმიკოს ჰარი ვესლი ქუვერ უმცროსისთვის თითქოს ერთი ჩვეულებრივი იწყებოდა, მაშინ, როცა სუბსტანციამ, რომელზეც მუშაობდა ძვირადღირებული ლინზები გაანადგურა, მანდ იფიქრა, რომ ამის გამო სამსახური დაკარგა.

სუბსტანცია განზრახული იყო, რომ თბოგამძლე უნდა ყოფილიყო. ამის ნაცვლად, ახალი აკრილატის გამოყენებისას, ლინზები ერთმანეთს შეეწება და მათი დაშორება შეუძლებელი გახდა. ქუვერმა დაინახა ამ სუბსტანციის პოტენციალი. 7 წელი დასჭირდა სუპერწებოს პირველი ვერსიის გამოშვებას.

#11 – 1956 – ელექტროკარდიოსტიმულატორი

ამერიკელ ინჟინერს და გამომგონებელს უილსონ გრეითბასს უყვარდა ელექტროაპარატურებზე მუშაობა. ცოლის – ელეანორის – დახმარებით ის აპირებდა აპარატის შექმნას, რომელიც ჩაიწერდა ადამიანების გულის რიტმს. რაც გამოსადეგი იქნებოდა იმ ადამიანების დიაგნოსტირებისთვის, რომლებსაც ნელი ან სწრაფი გულისცემა ჰქონდათ.

აპარატის შექმნის პროცესში მან შეცდომა დაუშვა. ჩაწერის ნაცვლად, ელექტრომოწყობილობა თავად უშვებდა ელექტრულ პულსებს. გრეითბასმა გაიაზრა მომხდარი ფაქტის მნიშვნელობა. მან შექმნა ელექტროკარდიოსტიმულატორი

#12 – 1996 – ვიაგრა

ადრეულ 1990-იანებში კარდიოვასკულარული პრობლემების მოსაგვარებელი ახალი წამლის კლინიკური გამოცდა მიმდინარეობდა. წამალს გულში სისხლძარღვების გაფართოება უნდა გამოეწვია. ყველაფერი კარგად მიდიოდა, გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. თუმცა ერთმა მედდამ უჩვეულო რაღაც შენიშნა.

მაშინ, როცა ოთახებში დაკვირვების მონაცემების შესადგენად შედიოდა, კაცების უმეტესობა მუცელზე დაწოლილი ხვდებოდა. ფაქტი იმდენად ხშირი იყო, რომ მან მიზეზების გაგება დაიწყო.

დადგინდა, რომ წამალს საინტერესო გვერდითი ეფექტი ჰქონდა – ის მამაკაცის სასქესო ორგანოში აფართოებდა სისხლძარღვებს. რის შედეგადაც მამაკაცები ერექციას განიცდიდნენ.

დასასრულს

საოცარია, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი გამოგონება შემთხვევითობის წყალობით შედგა. კარგი იქნება ცოტა მეტი ყურადღება, მაშინ როცა საქმე გეგმის მიხედვით არ მიგვდის.

ორიგინალი სტატია: Learning Minds

გამოიწერე
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა
eskisehir escort - mersin eskort - sultanbet - dinamobet - Benjabet - Anadolucasino giriş -
Klasbahis güncel giriş
-
Dumanbet giriş
- cratosslot - instagram takipçi -

Bets10 sorunsuz giriş adresi

- www.mersindugun.com