5 ყველაზე ინტუიციური ზოდიაქოს ნიშანი

ინტუიცია ის გრძნობაა, რომელიც ცხოვრებაში მეგზურობას გვიწევს, ის არანაირ ლოგიკას არ ემყარება და არსაიდან მოდის. ინტუიციის ხმას ხშირ შემთხვევაში ვერ ვამჩნევთ და ვაიგნორებთ. ის შინაგანად იმის ცოდნაა, რომ ის რაღაც დაგეგმილი არ გამოგივათ, ან იქ ვერ წახვალთ, სადაც გეგმავდით.
ინტუიციის სწორად გამოყენების სწავლა რათქმაუნდა ყველას შეუძლია. ქვემოთ მოყვანილია 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ბუნებრივად არიან დაჯილდოებული ბრწყინვალე ინტუიციით.

კირჩხიბი

ხშირად ვერ აცნობიერებენ, თუმცა კირჩხიბებს ინტუიცია თითქმის ყოველთვის სიმართლეს ეუბნება. კირჩხიბის ნიშანი კუჭს განაგებს. ფართოდაა გავრცელებული რწმენა, რომ კირჩხიბები გრძნობების და ემოციების ცვლილებას კუჭის ჩაღრმავებაში უცნაური შეგრძნებით აღიქვამენ.

თევზები

ისინი თევზივით სხარტად გარბიან უმცირეს საფრთხის მოახლოებისასაც კი. თევზები ადვილად იძენენ მეგობრებს და მათი მძლავრი მეექვსე გრძნობა არასდროს ატყუებთ. დაახლოებულ ადამიანს პირველივე დისკომფორტისას ეცლებიან. მათ საკუთარი დაცული და მყუდრო ცხოვრება ხიბლავთ, ამიტომ ნეგატიური ხალხის მოცილებას სასწაფოდ ცდილობენ.

მორიელი

მორიელს პლუტონი განაგებს, რაც ნიშნავს რომ მათ “ღამის მხედველობა” აქვთ, ანუ იქ და იმას ხედავენ, რასაც სხვები ვერ ახერხებენ. მათთვის ცხადია სიმართლე, როგორც არ უნდა შენიღბოთ ტყუილი.
მორიელები თვით-შეგნებულები არიან და იციან ყველაფრის მოტივაცია, რასაც ცხოვრებაში აკეთებენ. მორიელს ვერ გაასულელებ, იმიტომ რომ მათ საკუთარი თავის გასულელებაც კი არ შეუძლიათ.

მერწყული

მერწყული სამყაროსთან და ცხოვრებასთან აუხსნელი გზებითაა დაკავშირებული. ზოდიაქოს ნიშნებში ყველაზე ძლიერი ინტუიცია გააჩნიათ. მართალია, მათი გადაწყვეტილებები ხშირად იმპულსურია, თუმცა სწორ დროს სწორ რამეებს აკეთებენ.

ტყუპები

ტყუპები ბუნებრივად სოციალური ხალხია, ისინი შინაგანად გრძნობენ, თუ რა თქვან ურთიერთობის გასამარტივებლად. მათ გააჩნიათ ძალა, წინასწარ იცოდნენ რის თქმას აპირებ, სანამ საერთოდაც ლაპარაკის შანსი მოგეცემა. შენი წინადადება შეუძლიათ თვალდაუხამხამებლად დაასრულონ. ტყუპები მრავალმხრივი ხალხია და ინტუიციურად იციან რომელ სიტუაციაში, როგორი მოქცევა სჯობს.

გამოიწერე
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა
eskisehir escort - mersin eskort - sultanbet - dinamobet - Benjabet - Anadolucasino giriş -
Klasbahis güncel giriş
-
Dumanbet giriş
- cratosslot -

Bets10 sorunsuz giriş adresi

- www.mersindugun.com