ავტორი: ანატოლ ფრანსი
ჟანრი: ევროპული ლიტერატურა, ისტორიული, კლასიკა, კულტურალური
გამომცემლობა: ლითერასი
ევარისტ გამლენი, საფრანგეთის რევოლუციის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი, ნაფიცი მსაჯული, რევოლუციის გამარჯვებაზე ოცნებობს და მეფის ყველა მომხრეს გილიოტინაზე აგზავნის. სამშობლოს, ფრანგი ხალხისა და რევოლუციის გამარჯვების სახელით, სასიკვდილოდ გაიმეტებს არა მარტო მეგობრებს, მეზობლებსა და საკუთარი დის საქმროს, არამედ იმ ქალბატონსაც, რომელმაც იგი ნაფიც მსაჯულად დაანიშვნინა და სიღარიბის წუმპიდან ამოიყვანა. რომანი სიმბოლურად ამხელს ყველას, ვისაც ფანატიზმი სასტიკ მკვლელად გადააქცევს. ეს ის ფანატიზმია, რომელიც უთვალავი ადამიანის დაღვრილ სისხლს იმ აბსურდული არგუმენტით ამართლებს, რომ ეს სისხლი ღმერთებს სწყურიათ.
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი