იაპონური ანდაზები ინსპირაციისათვის

წარმოგიდგენთ დამაფიქრებელ და გონივრულ იაპონურ ანდაზებს, რომლებიც მოქმედებისკენ გიბიძგებთ.

  1. ათასწლეულის რეპუტაცია, შესაძლოა, ერთ საათში მომხდარმა მოვლენამ განსაზღვროს.
  2. როცა ადამიანი შეყვარებულია, მის სახეზე ნაყვავილარიც კი ისეთივე ლამაზია, როგორც სიცილის დროს ლოყებზე გამოჩენილი ღრმულები.
  3. ერთ კეთილ სიტყვას შეუძლია ზამთრის სამი თვე გაათბოს.
  4. შიში იმდენად ღრმაა, რამდენის უფლებასაც გონება აძლევს.
  5. თუ ყველაფერი გაიგე, დეზინფორმირებული ყოფილხარ.
  6. როცა სიბრძნე ჩერდება, ტრაბახი იწყება.
  7. თუ მასზე ფიქრობ, გადაწყვიტე. თუ გადაწყვიტე, ნუღარ ფიქრობ.
  8. თუ პრობლემა შეიძლება გადაიჭრას, არ ღირს მასზე დარდი. თუ გადაჭრა შეუძლებელია, რა აზრი აქვს მასზე ფიქრს.
  9. ჩვენ მაინც სულელები ვართ, გინდ ვიცეკვოთ, გინდ არა. ასე რომ, ვიცეკვოთ მაინც.
  10. ისწავლე გუშინდელი დღიდან, იცხოვრე დღეს, გქონდეს ხვალინდელი დღის იმედი.
  11. გამარჯვებით ცოტას ვსწავლობთ, დამარცხებით ბევრს.
  12. თუ თხოვ, ერთი წუთით შეგრცხვება, თუ არა, მთელი ცხოვრება.
  13. 7-ჯერ შეამოწმე, სანამ ვინმეში ეჭვს შეიტან.
  14. ვინც უფრო მეტს იღიმის, ვიდრე ბრაზდება, ძლიერია.
  15. დაწყება მარტივია, გაგრძელებაა რთული.
  16. ასათმილიანი მოგზაურობა ყოველთვის ერთი ნაბიჯით იწყება.
  17. ყველაზე მცირე კარგი ქმედება, უკეთესია ყველაზე დიდ კარგ ჩანაფიქრზე.
  18. მიწა ყოველთვის მაგრდება წვიმის შემდეგ.
  19. ცუდი ხელოსანი ვერასდროს გააკეთებს კარგ ლარნაკს.
  20. ის დღე როცა მოქმედებას გადაწყვეტ, შენი იღბლიანი დღეა.
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments