ყველაზე მნიშვნელოვანი კელტური სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა

კელტური სიმბოლოები ხშირად გვხვდება ხოლმე ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე რომ არც კი ვამახვილებთ მათ წარმომავლობაზე ყურადღებას. კელტური კულტურა ევროპას მოედო და საუკუნეების მანძილზე ცოცხლობდა.
კელტები მცირე დასახლებებს აყალიბებდნენ და ქოხებში ან ქვის სახლებში ცხოვრობდნენ. მათთვის ყოველდღიურობაში დიდ როლს თამაშობდა სულიერების საკითხები. ისინი პოლითეისტები იყვნენ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დრუიდებს. სტატიაში ვისაუბრებთ რამდენიმე მნიშვნელოვან კელტურ სიმბოლოზე.

ტრისკელი


სიმბოლო ერთმანეთთან დაკავშირებული სამი განგრძობითი ფეხისგან/სპირალისგანაა შედგენილი. ის ნეოლითის ეპოქაშია შექმნილი და სხვადასხვა რამის სიმბოლოდ ითვლება ხოლმე. სიცოცხლე-სიკვდილი-თავიდან დაბადება, სული-გონება-სხეული, ცხოვრების დინება, წარსული-აწმყო-მომავალი… სიმბოლოს ხშირად ტრისკელიონად მოიხსენიებენ და სხვა კულტურებშიც გვხვდება შეცვლილი სახით.

დარას კვანძი


სიმბოლო სულიერების მხრივ სიძლიერის და ენერგიას ასახავს. ის მუხის ფესვებს ჰგავს და ხაზს უსვამს მუხის მნიშვნელობას კელტურ კულტურაში. სიტყვა ირლანდიური სიტყვა “Dorie”-დან მომდინარეობს, რაც თავის მხრივ მუხას ნიშნავს.

ტრიქუეტრი


სიმბოლოს ასევე სამების კვანძად მოიხსენიებენ. მან სხვადასხვა კულტურებში და რელიგიებში განიცადა ინტეგრაცია და ფორმის მოდიფიკაცია. ის ქრისტიანულ რელიგიაშიც გვხვდება. სიმბოლო გვეუბნება, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამეები სამი სახითაა. მაგალითად: მიწა, ცა და ზღვა.

სიცოცხლის ხე


სიცოცხლის ხეს მრავალ ინტერპრეტაციას შევხვდებით. ის ბუნების ბალანსის ჰარმონიას ასახავს და ძალას და სიბრძნის სიმბოლიზირებას წარმოადგენს. კელტებს სჯეროდათ, რომ ხეებისგან იშვნენ, შესაბამისად სიმბოლო ხის მნიშვნელობასაც უსვამდა ხაზს.

კელტური ჯვარი


კელტური ჯვარი ალბათ ყველას გვინახავს, მას კელტურ მზის ჯვარსაც უწოდებენ. ის ჩვეულებრივ ჯვრებს ჰგავს, ერთი ძირეული განსხვავებით, შუაში წრეწირით. როგორც ამბობენ, შუაში არსებული წრეწირი, რომაული მზის ღმერთს, ინვიქტუსს გამოსახავს, თუმცა ღრმა რწმენა ნაჩვენები არაა.

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments