საინტერესო ფაქტები დეპრესიის შესახებ
- სმარტფონების გამოჩენის შემდეგ, თინეიჯერებში დეპრესიის მაჩვენებელმა 60%-ით იმატა, სუიციდის მაჩვენებელმა კი – 56%-ით.
- ნასადან პენსიაზე გასვლის შემდგომ, ბაზ ალდრინი, მეორე კაცი მთვარეზე, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და ბოლოს მეორადი მანქანების გაყიდვით იყო დაკავებული.
- გრელანდიის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს სუიციდის მცდელობა ჰქონია.
- არაჯანსაღი საკვებიდან ჯანსაღზე გადასვლას მეტი ეფექტი აქვს დეპრესიასთან ბრძოლისას, ვიდრე ფსიქოლოგთან ვიზიტებს.
- ამერიკელების 10-20 პროცენტს ჰყავს პარაზიტი “Taxoplasma Gondii”. მას შეუძლია ტვინში ცვლილებები შეიტანოს და სუიციდური ქცევები ჩამოაყალიბოს.
- როდესაც ადამიანები თავს იშავებენ, მაგ., ვენებს სამართებლით იჭრიან, გონება დაუყოვნებლივ წყვეტს მტკივნეული აზრების გენერაციას, როგორებიცაა, “მე უსარგებლო ვარ და არავის ვუყვარვარ,” და გამოყოფს დამამშვიდებელი ენდორფინების ნაკადს.
- შვედეთში, ზამთრის დღეებში, ავტობუსებში სინათლის თერაპიის გამოყენება დეპრესიასთან ბრძოლის იარაღია. მაშინ როცა დღეში 19 საათი ბნელა.
- ჰალუცინოგენური ქიმიკატი, რომელიც “მაგიურ სოკოებში” გვხვდება, წარმატებით გამოიცადა განუკურნებელი დეპრესიის მქონე პაციენტებში. მეცნიერები ექსპერიმენტის მონაწილეებს ინტენსიურად აწვდიდნენ ფსილოსიბინის დიდ დოზებს, ნარკოტიკული ზემოქმედების მისაღებად. ერთ-კვირიანი ცდების შემდეგ ყველა მოხალისე გათავისუფლდა დეპრესიისგან. სამი თვის შემდეგაც კი, 5 მათგანს დეპრესიის სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
- შესწავლილი უმწეობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი უუნარობას განიცდის, რომელსაც ტრავმული შემთხვევა ან განუწყვეტელი წარუმატებლობები აყალიბებს. ფიქრობენ, რომ ეს დეპრესიი ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია.
მომზადებულია unbelievablefactsblog.com-ის მიხედვით