ერთ წიგნად აკინძული ეს პუბლიცისტური წერილები ჩვენს ვაი-უშველებელზე და ცოტაც საშველებელზე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამოძახილია და მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ იბეჭდებოდა პრესის ფურცლებსა თუ ინტერნეტ სივრცეში. დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო მეტი სიცხადით ჩანს, რა გზა გავიარეთ – როგორც ერმა და სახელმწიფომ; რისი გაკეთება და მოსწრება შევძელით ამ ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე და რა დასაპყრობი მწვერვალები გვიდევს წინ.
Subscribe
Login
0 კომენტარი