მზე ლომი

მზე ლომი

დღის ჰოროსკოპი
♌︎

ლომი

დღის

5 ნოემბერი, ხუთშაბათი

დღეს ყველაფერს მიაწექი და საკუთარი თავის გჯეროდეს, რა გარემოებებიც არ უნდა იყოს. დღეს ბევრი ადამიანი შეგხვდება, ამიტომ ეცადე, არავის აწყენინო და კარმას გაუფრთხილდე. ნუ გაღიზიანდები და ნუ დაკარგავ სიმშვიდეს, თორემ ჩხუბს ვერ გადაურჩები. კარიერაში წინსვლის რეალური შანსი გეძლევა, ხელიდან არ გაუშვა, რადგან მსგავსი შესაძლებლობა მალე აღარ მოგეცემა.

სხვა ჰოროსკოპი

ლომი

დაბადების თარიღი – 23 ივლისი – 22 აგვისტო

ელემენტი – ცეცხლი

მმართველი პლანეტა – ☀️მზე

ვნებიანი ბუნება, ემოციური და ენერგიული ტემპერამენტი, სიამაყე… მეფური ბუნება მას თავისსავე ბუნებიდან აქვს მინიჭებული. მისი წარმატება, – მის გარშემო მყოფთა ბედნიერების საწინდარია, რადგან იგი უხვად უნაწილებს მათ თავის წარმატებას. ლომი შეუძლებელია იყოს წუწურაქი, ან გულჩახვეული და ბოღმიანი. უყვარს მოვლენათა შუაგულში ტრიალი და ამასთან ერთად, მეტად თეატრალურია. სიცოცხლის სიყვარულს შთააგონებს ყველას. სულიერი სიმშვიდისათვის ლომს სილამაზე და ძალა სჭირდება. ახასიათებს არაორდინალურობა, განიცდის შთაბეჭდილებათა ზეგავლენას. დაბადებითაც და ბუნებითაც ხელმძღვანელია და ბელადი. ახასიათებს მეტად მგრძნობიარე სიმპათიკური ნერვული სისტემა, ამიტომ შოკს შეუძლიან დაასნეულოს იგი, ან პირიქით, – გამოიყვანოს ჩიხიდან.

ლომის უარყოფითი თვისებები:

  • ეგოიზმი
  • ბატონობისკენ სწრაფვა
  • ტკბობისკენ მიდრეკილება

ლომის დადებითი თვისებები:

  • სიუხვე
  • გამბედაობა
  • კეთილშობილება

წყაროები:
თ.თავაძე ს.გუბიევა ზ. ტატინაშვილი – ასტროლოგია – თბილისი 2014 – გეორგიკა

ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.