მზე კირჩხიბი

მზე კირჩხიბი

დღის ჰოროსკოპი
♋︎

კირჩხიბი

დღის

5 ნოემბერი, ხუთშაბათი

ირგვლივ ბევრი საქმე და პრობლემა გაქვს, რომლებიც მოსაგვარებელია, თუმცა რეალობას თავს არიდებ. მაინც მოგიწევს ამ საკითხების მოგვარება, თან დღეს ყველაფერი ადვილად გამოგივა. დააკვირდი გარშემო არსებულ სხვა შესაძლებლობებს, რადგან ისინი გამოგადგება. რაც შეეხება ურთიერთობებს, დღეს ჯობია მოერიდო კამათს, რადგან ნებისმიერი საუბარი შესაძლოა კონფლიქტში გადაიზარდოს.

სხვა ჰოროსკოპი

კირჩხიბი

დაბადების თარიღი – 21 ივნისი – 22 ივლისი

ელემენტი – წყალი

მმართველი პლანეტა – 🌙მთვარე

მგრძნობიარე, განვითარებული ინტუიცია. საკუთარი წარმოდგენების სამყაროში ცხოვრება უფრო უადვილდება, ვიდრე სინამდვილეში არსებობა. აფასებს მშვიდ ცხოვრებისეულ რითმს. ცხოვრების სიდუხჭირეს საკუთარ ნაჭუჭში ჩაძრომით გაურბის. დიდხანს გაჰყვება ბავშვური გულუბრყვილობა, უყვარს ყველაფერი უცნაური. მუდამ ფრთხილობს, რათა მის მტკივნეულ მხარეებს არავინ არ შეეხოს. მიბმულია ოჯახზე, განსაკუთრებით დედაზე. ყოველთვის ეძებს მფარველობას, თუმცა თვითონვე წარმოადგენს მიბაძვის საგანს. სწამს იღბალი, მომავალი სიკეთე. შეუძლიან წარმატების მიღწევა იქ სადაც წარმოსახვის უნარია საჭირო, – ხელოვნებაში, ლიტერატურაში, კინომატოგრაფიაში… მას ახასიათებს გულ-მკერდის პრობლემები.

კირჩხიბის უარყოფითი თვისებები:

  • ზეემოციურობა
  • ბუტია
  • მოწყენილობისაკენ მიდრეკილი

კირჩხიბის დადებითი თვისებები:

  • კეთილმოსურნეები
  • მოამაგენი
  • თანამგრძნობნი

წყაროები:
თ.თავაძე ს.გუბიევა ზ. ტატინაშვილი – ასტროლოგია – თბილისი 2014 – გეორგიკა

ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.