მზე მერწყული

მზე მერწყული

დაბადების თარიღი – 20 იანვარი – 18 თებერვალი

ელემენტი – ჰაერი

მმართველი პლანეტა – ♅ ურანი

იღბლიანი რიცხვები – 4, 7, 11, 22, 29

ფერი – ცისფერი, ვერცხლისფერი

საუკეთესო შეთავსებალომი, მშვილდოსანი

ინდივიდუალიზმი. უყვართ ყოველი სიახლე და შეუცნობადი. ამიტომაც, ისინი ხშირად პიონერები, რეფორმატორები და პროგრესულად მოაზროვნენი არიან, ზოგჯერ კი – რევოლუციონერები და ანარქისტები. ძნელად იტანენ დისციპლინას, თუმცა ახლობლებისათვის საქმეს სინდისიანად ასრულებენ. უბრალო საქმე ქანცავს მათ. ისინი წინააღმდეგობრივნი არიან, – ხან მხიარულნი და ხანაც უნიათო განდეგილნი. სიყალბე და სიცრუე მათ არ ეხებათ. ისინი იმდენად გულწრფელნი არიან, რომ ვერ არჩევენ ტყუილს მაშინაც, როცა მათ მართლაც გააცურებენ. ახალ იდეათა პიონერები არიან. არიან გულთბილნი და სწამთ თავისი მეგობრებისა და მათ არასოდეს უღალატებენ. ყოველთვის მზად არიან სხვათა დახმარებისათვის. მერწყულები, მონობის რისხვანი, ყველას მიმართ გახსნილები არიან.

მერწყულის უარყოფითი თვისებები:

  • უდისციპლინო
  • უპასუხისმგებლო
  • ენაჭარტალა
  • მოუწესრიგებელი

მერწყულის დადებითი თვისებები:

  • სამართლიანი
  • პატიოსანი
  • მხიარული
  • გულისხმიერი
  • ერთგული

წყაროები:
თ.თავაძე ს.გუბიევა ზ. ტატინაშვილი – ასტროლოგია – თბილისი 2014 – გეორგიკა

მერწყულს მოწონს – მეგობრებთან ერთად გართობა, სხვების დახმარება, მიზეზებისთვის ბრძოლა, ინტელექტუალური საუბრები, კარგი მსმენელი

მერწყულს არ მოწონს – შეზღუდვები, გატეხილი პირობები, მარტოობა, უსიცოცხლო და მოსაწყენი სიტუაციები, ადამიანები, რომლებიც მას არ ეთანხმებიან