ცხოველების ჰოროსკოპი: კირჩხიბი
ზოგადი
ცხოველი კიბოები მზრუნველობას და სითბოს ითხოვენ. თუ აგრესიას ან ნეგატივს გამოავლენ, ზუსტად იმავეს მიიღებ საპასუხოდ, მიუხედავად იმისა, პატრონი ხარ თუ სხვ ვინმე. სამაგიეროს გადახდაში შეიძლება ნივთის გაფუჭება, ფეხსაცმელების დაჯიგვრა ან უადგილო ადგილას მოშარდვა იგულისხმებოდეს.
კირჩხიბი კატები ძალიან თბილები არიან და შენგანაც იმავეს ელოდებიან. გაითვალისწინე, რომ დედა კატები ძალიან ფრთხილობენ და შეიძლება აგრესიულებიც გახდნენ, ამიტომ კნუტებთან ახლოს არ მიხვიდე.
ეს ცხოველები მარტოობას ვერ იტანენ, ამიტომ სახლში მარტო არ გამოკეტო. საკვების შერჩევისას ყურადღება გმართებს, რადგან სუსტი მომნელებელი სისტემა აქვთ.
კირჩხიბი თევზები ლამაზი შეფერილობისაა, ხოლო ძროხები კარგი მოსავლიანობით გამოირჩევიან. კიბო თხები სხვის ბაღებში დაეძებენ საძოვარს, ამიტომ მათი დაბმა ან უღლის დადგმა უწევთ. ძაღლები კი მშობლიურ სახლს ძლიერად ეჯაჭვებიან.
ცხოველი კიბო კარგად უგებს იმ პატრონს, ვინც კუროს, კიბოს, სასწორის, მორიელის, მშვილდოსნის, თხის რქის ან თევზების ნიშნით არის დაბადებული. ხოლო ვერძის, ტყუპებისა და მერწყულის ნიშნის პატრონებთან ურთიერთობა ძალიან გაუჭირდება.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








