ცხოველების ჰოროსკოპი: მშვილდოსანი
ზოგადი
მშვილდოსანი ცხოველები საკმაოდ პატივმოყვარეები არიან. პატრონი მათთან ურთიერთობაში აუცილებლად სამართლიანი უნდა იყოს, თორემ საერთო ენას ვერ იპოვით.
ეს ცხოველები ძალიან ფრთხილობენ პატარა ბავშვებთან და ძლიერ უყვართ ისინი. რადგან თავად ხალისიანები და ენერგიულები არიან, ვერ იტანენ დაბმას, ხელში ჭერას და თავისუფლების შეზღუდვას. სამაგიეროდ, მარტივად ეგუებიან წვრთნას და სწავლას.
მშვილდოსანი შინაური ცხოველებისთვის საუკეთესო პატრონები არიან ვერძის, ტყუპების, სასწორის, თხის რქის, მერწყულისა და თევზების ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიანები. კუროსა და ლომის ნიშნის პატრონებს კი საერთოდ ვერ ეწყობიან.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








