მზე მორიელი

მზე მორიელი

დღის ჰოროსკოპი
♏︎

მორიელი

დღის

5 ნოემბერი, ხუთშაბათი

დღეს კომუნიკაციაში ძალიან აქტიური იქნები, ამიტომ ეცადე, ბევრი ილაპარაკო და სხვებთან კონტაქტი დაამყარო. კარგი დროა სამომავლო გეგმებზე მუშაობისთვის; არ აქვს მნიშვნელობა, როდის მიიღებ შედეგს, მთავარია, საქმე დაძრა. ნუ გაჩერდები, იმოქმედე და პატარა ოცნებები რეალობად აქციე. გარშემო მყოფებს დახმარება დასჭირდებათ, გვერდში დაუდექი მათ – ეს სამომავლოდ შენთვისაც სასარგებლო იქნება.

სხვა ჰოროსკოპი

მორიელი

დაბადების თარიღი – 23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი

ელემენტი – წყალი

მმართველი პლანეტა – ♇პლუტონი

იღბლიანი რიცხვები – 8, 11, 18, 22

ფერი – ალისფერი, წითელი, ჟანგისფერი

საუკეთესო შეთავსება – კურო, კირჩხიბი

ზედმიწევნით ამტანი. მას ვერანაირი სიძნელეები და სირთულენი ვერ შეაჩერებენ: იგი პოულობს წარუმატებლობის მიზეზს და აღმოფხვრის მას. წყენას ვერ ივიწყებს და არც პატიობს მას არავის. ყოველთვის დაკავებულია, რადგან უყვარს შრომა. უსაქმურობა კლავს მას. მორიელს უყვარს ბატონობა, ეძებს საკუთარ შესაძლებლობებს და არც გაუშვებს მათ ხელიდან. ის იქ იმარჯვებს, სადაც სხვა მარცხდება. ზუსტად გათვლილი რისკით თამაშობს მხოლოდ მოგებაზე. მორიელი რკინის კაცია და უკვირს სხვების დაღლა და ავადმყოფობა.

ეწევა და სვამს რამდენიც უნდა და აი აქ მას მართლაც ძალიან ეშლება და მისი რკინის ჯანმრთელობა ჟანგდება.

მორიელის უარყოფითი თვისებები:

  • ეჭვიანი
  • ბუტია
  • ღვარძლიანი
  • თავდაჯერებული

მორიელის დადებითი თვისებები:

  • ამტანი
  • ბეჯითი
  • შრომისმოყვარე

წყაროები:
თ.თავაძე ს.გუბიევა ზ. ტატინაშვილი – ასტროლოგია – თბილისი 2014 – გეორგიკა

ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.