მზე სასწორი

მზე სასწორი

დაბადების თარიღი – 23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი

ელემენტი – ჰაერი

მმართველი პლანეტა – ♀️ვენერა

დახვეწილი, ფრიად ზრდილობიანი ადამიანი. უმცირეს დაძაბულობას თუ უსიამოვნებას გამოჰყავს იგი წონასწორობიდან. მთელი სიცოცხლე იგი სხვას არაფერს არ აკეთებს გარდა იმისა, რომ აღადგენს ამ წონასწორობას საკუთარ თავშიც და გარემოშიც. იგი მშვიდობის მოყვარულია, სურს იყოს საყვარელი და უყვარს ყველა. იოლად უთმობს სხვას და პირველი გადადგამს ნაბიჯს შერიგებისაკენ. გაურბის რთულ პრობლემებს, მას არ უყვარს მატერიალური პრობლემებით თავის ჭყლეტა და ცდოლობს ძალდაუტანებელ ცხოვრებას. ყოველთვის მოწესრიგებულია, მაგრამ მეტად მგრძნობიარეა და ფაქიზი. ვერ იტანს უხეშობას.

სასწორის უარყოფითი თვისებები:

  • ეჭვიანი
  • გადაწყვეტილების მიღებისას ყოყმანი
  • არაპრაქტიკული

სასწორის დადებითი თვისებები:

  • გაწონასწორებული
  • მშვიდი
  • მოწესრიგებული
  • ზრდილობიანი

წყაროები:
თ.თავაძე ს.გუბიევა ზ. ტატინაშვილი – ასტროლოგია – თბილისი 2014 – გეორგიკაზ