მშვილდოსნის ფინანსური ჰოროსკოპი
ამ კვირაში პროფესიულ სწავლასა და გამოცდილების გაზიარებაში გაგიმართლებს. თავისუფალი დრო შენი საქმის უკეთ შესასწავლად გამოიყენე და მთავარ საკითხებზე კონცენტრირდი, რომ მიმდინარე გამოწვევებს მარტივად გაუმკლავდე. შესაძლოა, ცოდნის დასადასტურებლად ტესტის ჩაბარება მოგიწიოს. ადგილობრივი და უცხოური მივლინებები ძალიან ნაყოფიერი იქნება, ყველა მოლაპარაკება კი შენს სასარგებლოდ დასრულდება.
ბიზნესმენებს გირჩევთ, ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად და ახალი ლოგისტიკური გზების მოსაძებნად აქტიურად იმოქმედოთ და ინვესტიციები ჩადოთ. საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნიკურ გამოფენებში მონაწილეობა განვითარებაში ძალიან დაგეხმარება. კვირის ბოლოს, დიდი შრომის შემდეგ, შემოსავალი მოიმატებს მათთვის, ვინც სერვისის, ტრანსპორტის, კონსულტაციისა და განათლების სფეროებში მუშაობს.
ოქტომბერში შენი ფინანსური მდგომარეობა პირდაპირ კავშირში იქნება შენს კოლეგებსა და პარტნიორებთან. შესაძლოა, საინტერესო პროექტები შემოგთავაზონ ან ძველი, გაჩერებული საქმეები თავიდან აამოქმედო. ყველაზე მეტ ფულს ამ თვეში გუნდური მუშაობით იშოვი. ეცადე, მეტი ადამიანი გაიცნო და შენი საქმიანობა ახალ ბაზრებზეც მოსინჯო.
თვის მეორე ნახევარი ცოტა არასტაბილურია. ვარსკვლავები გირჩევენ, ხარჯები მაქსიმალურად შეამცირო და ფული გაზოგო. შესაძლოა, გეგმები შეგეცვალოს და მოულოდნელი გარემოებების გამო თანხა სხვა რამეში დაგჭირდეს.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








