ვერძის ფინანსური ჰოროსკოპი
ამ კვირაში ფინანსურადაც და საქმეშიც კარგ შედეგებს მიაღწევ. ახლა შანსი გაქვს, ძველი მიდგომები შეცვალო და სიტუაცია შენ სასარგებლოდ შემოატრიალო. პრობლემების მოსაგვარებლად შემოქმედებითი ნაბიჯები დაგეხმარება და ეს ძალიან მოიწონება კიდეც. თუ ვინმესთან კონფლიქტი გაქვს და მოგვარება გჭირდება, აუცილებლად ჩართე საქმეში ნეიტრალური მედიატორი.
ეს კვირა ძალიან კარგია კლიენტებთან და დამკვეთებთან აქტიური მუშაობისთვის. იყავი ყურადღებიანი და ტაქტიანი, ეს შენს პოპულარობას აწევს და ახალ ხალხს მოიზიდავს. კვირის ბოლოს კი, მძიმე შრომის სანაცვლოდ, სულ სხვა შემოსავალი ექნებათ კონსულტანტებს, მენეჯერებს, მარკეტოლოგებს, მოვაჭრეებს და ორგანიზატორებს.
ოქტომბერში ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბიზნესპარტნიორებსა და ინვესტორებს ეხება. შესაძლოა, უსიამოვნო გარჩევა მოგიწიოს იმასთან დაკავშირებით, ვინ რამდენი დააბანდა პროექტში და ვის რა შემოსავალი თუ ხარჯი აქვს. ახლა სარისკო ნაბიჯების გადადგმას არ გირჩევ.
თვის შუა რიცხვებიდან ვითარება გამოსწორდება და პარტნიორებთან ახალი პირობების განხილვას შეძლებ. აუცილებლად გააკონტროლე შენი პირადი და კომპანიის კრედიტები და ხარჯები. სხვის დაპირებებს დაუმოწმებლად ნუ ენდობი.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








