მზე თევზები

თევზების ფინანსური ჰოროსკოპი

ფინანსური ჰოროსკოპი
♓︎

თევზები

2 ნოემბერი – 8 ნოემბერი

თუ საკუთარი ბიზნესი გაქვს, ვარსკვლავები გირჩევენ, ამ კვირაში მეტი დრო დაუთმო წარმოების განახლებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. თუ ტექნიკის, დანადგარების ან სხვა აღჭურვილობის შეძენას გეგმავ, ჯერ კარგად განსაზღვრე შენი ბიუჯეტი და საჭიროებები. ყურადღება მიაქციე კონკრეტულ საკითხებს და მიმდინარე პრობლემების მოგვარებას.

ოფისის თანამშრომლებს საკმაოდ დატვირთული კვირა ექნებათ, სამუშაო კი მათ შემოსავლებზეც დადებითად აისახება. ძალიან ნაყოფიერი პერიოდი ელის მათ, ვინც ინფორმაციის ანალიზითაა დაკავებული. ეს კვირა იდეალურია ცოდნისა და უნარების გასაღრმავებლად. შენი მონდომების წყალობით, შრომის პროდუქტიულობასაც გაზრდი და შემოსავალსაც.

შენი ყურადღება და გამჭრიახობა დაგეხმარება, სწრაფად იპოვო ტექნიკური ხარვეზები და უდანაკარგოდ გამოასწორო ისინი. კვირის ბოლოს კარგი იქნება, თუ საბუთებს მოწესრიგებ და უახლოესი დღეების გეგმას შეადგენ.

სხვა ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.