ლომის ფინანსური ჰოროსკოპი
ამ კვირაში ბიზნესში წარმატება გელის. წარმატების მთავარი მიზეზი შენი აქტიურობა და სწორი კომუნიკაცია იქნება. ეს პერიოდი განსაკუთრებით პროდუქტიულია მათთვის, ვინც შემოქმედებით სფეროში, მოდაში, ხელოვნებაში ან გართობის ინდუსტრიაში მუშაობს. შენი მთავარი უპირატესობა ახლა შარმი და ტაქტია.
ძალიან წარმატებული იქნება ვაჭრობა, როგორც საცალო, ისე საბითუმო მიმართულებით. კარგი და შემოსავლიანი კვირა ელით კონსულტანტებსა და ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულებსაც.
მთავარია, ყველაფერი შენს კონტროლქვეშ გქონდეს, თორემ შესაძლოა პრობლემები შეიქმნას. ეს განსაკუთრებით ეხება ახალ ნაცნობებს, მივლინებებს, შეხვედრებს, ინფორმაციას, სწავლასა და საქმიან მიმოწერას.
ოქტომბერში ბევრი მოლაპარაკება და ახალი საქმიანი კავშირი გელოდება. ეცადე, შემოსავლის დამატებითი წყაროები იპოვო. ფული შეიძლება სხვადასხვა ადგილიდან შემოვიდეს, იქნება ეს ბიზნესპარტნიორები, ნაცნობები თუ ახალი პროექტები. თუმცა, ყველა შემოთავაზებას ნუ დათანხმდები, რადგან ყველა მათგანი მომგებიანი არ იქნება. აუცილებლად მიჰყევი შენს ფინანსურ გეგმას და ხარჯებიც გააკონტროლე.
თვის მეორე ნახევარში შესაძლოა უკვე დადებულ შეთანხმებებში რაღაცები შეიცვალოს. ყურადღებით იყავი საბუთებთან და ფინანსურ ანგარიშებთან. ყველა დოკუმენტი დროულად და წესრიგში მოამზადე.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








