ლომის სასიყვარულო ჰოროსკოპი
ამ კვირის დასაწყისში ძალიან აქტიური იქნები სიყვარულში, თუმცა ამას სხვადასხვა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ჰარმონიას მხოლოდ პარასკევს და შაბათს შეინარჩუნებ. კვირა დღეს კი ძველი პრობლემები იჩენს თავს. სავარაუდოდ, რთული საუბარი გექნება ურთიერთობაზე, ან მესამე პირის ნათქვამის გამო კიდევ უფრო დაიძაბები.
ოქტომბერში შენს სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი გულახდილობა იქნება. შეძლებ ისეთ თემებზე საუბარს, რაც პარტნიორთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და წარსულის გასარკვევად გჭირდება.
თვის მეორე ნახევარში უკეთესი ცვლილებები გელის. დაიწყებთ მომავალზე ფიქრს, ერთად ცხოვრების გეგმების განხილვასა და პასუხისმგებლობების გაყოფას. თუ მარტო ხარ, შენი გულწრფელობა და კარგი ხასიათი ახალ ადამიანებს აუცილებლად მიიზიდავს.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








