ტყუპების სასიყვარულო ჰოროსკოპი
ამ კვირაში კარგად უნდა დაფიქრო, სანამ პირად ცხოვრებაში ინიციატივას აიღებ ხელში. ფლირტმა, რაიმე თამამმა ნაბიჯმა ან კრიტიკულმა შენიშვნამ შეიძლება ურთიერთობა სერიოზულად გაგიფუჭოს, განსაკუთრებით ორშაბათსა და კვირას. ამ დღეებში ჯობს, მეტი ყურადღება მიაქციო პარტნიორს და მაქსიმალურად მოირგო მისი სურვილები, რადგან ნებისმიერმა წვრილმანმაც კი შეიძლება მისი მწვავე რეაქცია გამოიწვიოს.
ოქტომბერი შენი სასიყვარულო ცხოვრებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თვეა. ეს ცვლილება ურთიერთობის ყველა დეტალზე აისახება. პარტნიორთან ერთად მშვიდად შეძლებ ყველაფერზე საუბარს. ერთმანეთს ბოლომდე მოუსმენთ და რაც მთავარია, ერთმანეთს უკეთ გაიგებთ. თვის ბოლოს მოგიწევთ გულახდილად საუბარი, თუ რამე გაწუხებთ, და ასევე, სამომავლო გეგმების დალაგება.
დაოჯახებულებს ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ და ერთმანეთთან უფრო მეტად შეეწყობით. თუ მარტოხელა ხარ, სხვების ყურადღებას შენი ხალისიანი, მსუბუქი და გულწრფელი ხასიათით მიიპყრობ.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








