ქალწულის სასიყვარულო ჰოროსკოპი
ამ კვირაში არ იჩქარო და საქმეებში არაფერი შეცვალო. ჯერ შენს პარტნიორებს დააკვირდი, გაიგე მათი პრიორიტეტები და მერე იმოქმედე. ამისთვის საუკეთესო დღეები სამშაბათი და ხუთშაბათია. კვირის ბოლოს კი მივლინებები დაგეგმე და იმაზე იფიქრე, არსებული პრობლემები როგორ მოაგვარო.
ოქტომბერში შენს პირად ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდება. მიხვდები, რომ შენი პარტნიორი შენთან მხოლოდ ჩვევის გამო კი არა, გულწრფელი სურვილით არის.
თვის მეორე ნახევარში შესაძლოა შენი ურთიერთობის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ნებისმიერ სიტუაციაში ადვილად იპოვი კომპრომისს. მარტოხელა ქალწულები შეხვდებიან ადამიანს, რომელსაც შენსავით სურს სტაბილური და საიმედო ურთიერთობა.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








