კუროს სასიყვარულო ჰოროსკოპი
ამ კვირაში მთელ შენ ყურადღებას საყვარელი ადამიანის საქციელი მიიქცევს. ამიტომ, ურთიერთობაში რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ან ახსნა-განმარტებებისთვის საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდება.
დიდია შანსი, მოვლენების ბუნებრივ განვითარებას არ დაელოდო და კვირის ბოლოს შენი პოზიცია ირონიული, სარკასტული ან ოდნავ პროვოკაციული ფორმით დააფიქსირო.
ოქტომბერში შენს სასიყვარულო ცხოვრებაში სიმშვიდე და სითბო იქნება. პარტნიორს მეტ დროს დაუთმობ, რაც ურთიერთობაში სტაბილურობასა და მხარდაჭერას მოიტანს.
თუ ოჯახი უკვე გყავს, ახლა კარგი დროა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ადრე გადადე და მოუგვარებელი დატოვე. ახლა ყველაფერს მშვიდად გაარკვევთ.
თუ მარტო ხარ, ეს თვე შენთვის მნიშვნელოვანი იქნება. დიდი შანსია, შეხვდე ადამიანს, რომელიც შენთვის შესაფერისი იქნება და პირად ცხოვრებაში ბევრ რამეს გაარკვევ.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








