ცხოველების ჰოროსკოპი: კურო
ზოგადი
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ცხოველები ნამდვილი მესაკუთრეები არიან. ბუნებით ზარმაცები არიან, კარგად ჭამა უყვართ და პატრონებმა უნდა იცოდნენ, რომ ზედმეტი წონა მათთვის საშიშია. არ შეიძლება მათი გამოკვება ყველაფრით, რასაც მაცივარში იპოვით.
ეს ცხოველები მიზანდასახულები არიან და ყოველთვის აღწევენ იმას, რაც უნდათ. ამავდროულად, ძალიან ჯიუტები არიან და ხშირად პატრონსაც კი უპირისპირდებიან. კურო ძაღლები და კატები ამჯობინებენ, დიდხანს იკოტრიალონ დივანზე ან ხალიჩაზე, რბილ საწოლზე კი უარს არასდროს ამბობენ. თუ სახლში ცხოვრობენ, თავის კუთხეს მკაცრად უფრთხილდებიან და სხვას არ აკარებენ.
კურო სახლის საუკეთესო დამცველია. სახლს, პატრონსა და ოჯახის წევრებს საკუთარ ტერიტორიად თვლის და ბოლომდე იცავს.
კუროს ნიშნის ცხოველები ყველაზე კარგად კუროს, ქალწულის, სასწორის, თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს პატრონებს ეწყობიან. დანარჩენ ნიშნებთან კი ნეიტრალური ურთიერთობა აქვთ.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








