ცხოველების ჰოროსკოპი: თხის რქა
ზოგადი
ამ ზოდიაქოს ცხოველები ცოტა ზანტები არიან. ყველაფერს აზომ-დაზომილად აკეთებენ, თუმცა კეთილები არიან და პატრონი ძალიან უყვართ. ხშირად მელანქოლიური განწყობა აქვთ.
ძალიან მოსწონთ კომფორტი და სახლის სიმყუდროვე. მათთვის აუცილებელია ზუსტი რეჟიმი. სეირნობა და კვება ყოველთვის ერთსა და იმავე დროს უნდა ჰქონდეთ. ასევე, უნდა მოერიდოთ ისეთ საკვებს, რომელიც კუჭის პრობლემებს შეუქმნის.
თხის რქა კარგად ეწყობა პატრონებს, რომლებიც დაიბადნენ ტყუპების, ლომის, ქალწულის, სასწორის, თხის რქისა და თევზების ნიშნის ქვეშ. მშვილდოსანი პატრონებთან კი საერთო ენას ძნელად პოულობენ.
ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.








