მზე მშვილდოსანი

მზე მშვილდოსანი

დღის ჰოროსკოპი
♐︎

მშვილდოსანი

დღის

15 ოქტომბერი, ხუთშაბათი

დღეს ძალიან სწრაფად მოგიწევს მოქმედება და ფიქრისთვის დრო არ დაგრჩება. არ ინერვიულო, ვარსკვლავები სწორ გადაწყვეტილებებში დაგეხმარებიან. აუცილებლად ესაუბრე უფროსებსა და კოლეგებს და გააცანი შენი იდეები. იყავი გონიერი და ნუ აჰყვები პროვოკაციებს, ვინც შენს გამოწვევას შეეცდება.

სხვა ჰოროსკოპი

მშვილდოსანი

დაბადების თარიღი – 22 ნოემბერი – 21 დეკემბერი

ელემენტი – ცეცხლი

მმართველი პლანეტა – ♃იუპიტერი

მშვილდოსანი განიცდის თავისუფლების მუდმივ წყურვილს. უყვარს თავის წარმოჩენა (თავმომწონეობა). დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას, რადგან ინახავს ადამიანებისა და ცხოვრებისადმი ინტერესს. ახასიათებს სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, იუმორი მას სხვათა სიმპტიების მოპოვებაში ეხმარება. უყვარს სწავლა და მოგზაურობა. ახასიათებს გატაცებები და პირდაპირობა, რის გამოც ბევრი მომდურავი და მტერი ჰყავს გაჩენილი. ძალიან პასუხისმგებელია საქმისა და სხვების მიმართ. უყვარს მეგობრების შეძენა და მათ მიმართ დახმარების გაწევა. ახასიათებს ჯანსაღი აზროვნების უნარი და უძლიერესი ენერგეტიკული პოტენციალი. ზედმეტი ჭამისაგან კარგავს მისთვის დამახასიათებელ ოპტიმიზმს. ახასიათებს მხიარული ბუნება, აზარტულობა და იუმორი.

მშვილდოსნის უარყოფითი თვისებები:

  • აზარტულობა
  • მოლაქლაქე
  • თავის წარმოჩინების სურვილი

მშვილდოსნის დადებითი თვისებები:

  • ოპტიმიზმი
  • სულგრძელობა
  • სამართლიანობა
  • გულწრფელობა

წყაროები:
თ.თავაძე ს.გუბიევა ზ. ტატინაშვილი – ასტროლოგია – თბილისი 2014 – გეორგიკა

ჰოროსკოპი გასართობი ხასიათისაა.