ამაოების ბაზარი

Vanity Fair: A Novel without a Hero
„ამაოების ბაზარი“ თეკერეის ყველაზე სახელგანთქმული და ყველაზე უფრო დამახასიათებელი თხზულებაა. რომანის ძირითადი მოტივი - მოტივი თეკერეის დროინდელი ბურჟუაზიული ინგლისის ცხოვრების ამაოებისა - ყველა მის ადრინდელ და შემდეგდროინდელ ნაწერებსაც წითელი ზოლივით გასდევს და სათაურშიც ავტორის ღრმა ჩანაფიქრი იმალება. რომანს ჯერ „ინგლისის საზოგადოების კალმით და ფანქრით ნახატი სურათები“ ეწოდებოდა და როცა სათაურად „ამაოების ბაზარი“ მოაგონდა ავტორს, ეს მისთვის დიდი სიხარული იყო. როგორც თვითონ ამბობს, „შუაღამისას წამოვხტი ლოგინიდან და სამგზის შემოვირბინე ოთახი, თან გახარებული გავიძახოდი: ამაოების ბაზარი, ამაოების…
დატოვე კომენტარი