"ახალი მთვარე" სტეფანი მეიერის "ბინდის" საგის მეორე წიგნია. საგის ამ ნაწილში სიუჟეტი კიდევ უფრო დრამატულად ვითარდება – კალენების ოჯახი ფორკსიდან მიემგზავრება, ბელა კი ვამპირებსა და მაქციებს შორის უჩვეულო არჩევანის წინაშე დგება. ამ არჩევანზეა დამოკიდებული ბელას, ედვარდისა და მათი ახლობლების სიცოცხლეც.