"დაბნელება" სტეფანი მეიერის "ბინდის" საგის მესამე წიგნია. საგის ამ ნაწილში ბელა ისევ საფრთხეშია – შურისძიებით აღსავსე ვიქტორია ახალშექმნილ, უკონტროლო ვამპირთა არმიით ცდილობს მის განადგურებას. ეს საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის მოძულე მაქციები და კალენების ოჯახი საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.