სუნამო – ამბავი ერთი მკვლელისა

Das Parfum. Die Geschichte eines Mörders
„სუნამო“ პირველად 1985 წელს შვეიცარიაში გამოიცა. წიგნი რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი და თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. ქართული თარგმანის ავტორები ნატალია ნადირაშვილი და ეკა რაისნერი არიან. მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. ჟან-ბატისტ გრენუი - რომანის მთავარი გმირი უცნაური, ყველასგან გამორჩეული ადამიანია. იგი გამძაფრებული ყნოსვითაა დაჯილდოებული. მას შეუძლია ისეთი სურნელიც კი შეიგრძნოს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და, შესაბამისად, არც სახელი აქვს. ნებისმიერი არომატი მისთვის თანაბრად საინტერესოა და გრენუიც გამძაფრებული ინტერესით შეისწავლის მათ. ეს არის…

რეკომენდირებული წიგნები

დატოვე კომენტარი