მე პოეტი ვარ და მიყვარს ჩემი ტყუილები, ისევე როგორც დედაჩემს უყვარდა მათი გამოგონება.
კაცი გაგიჟდება ბიბლია თუ სერიოზულად მიიღო, მაგრამ ბიბლია რომ სერიოზულად მიიღო, უკვე გიჟი უნდა იყო.
მე რწმენით სავსემ დავიძინე და გაღვიძებისას ჩონჩხი დავინახე ჩემს მკლავებში. მთელი საღამო ეჭვით მოცული, ვსვამდი და ვცეკვავდი და დილით მკლავებში ქალწული მყავდა.
ცხოვრების სიამოვნება საკუთარი ენერგიების გავარჯიშებაში, უწყვეტ ზრდაში, გამუდმებულ ცვლილებებში და ყოველი ახალი გამოცდილებით ტკბობაშია. შეწყვიტო, ნიშნავს მოკვდე. კაცობრიობის საუკუნო შეცდომა, ესაა მისაღწევი იდეალების დასახვა.
საუბარი სიმშვიდის სიმფონიას ანადგურებს.
ადამიანები ყველაფრის ინტერპრეტაციას საკუთარი გამოცდილების შესაბამისად ახდენენ. თუ ადამიანს რაიმეს ეტყვი, რაც მსგავს წერტილს არ ეხება მსმენელის ტვინში, ის არასწორად გაგიგებს, ან საერთოდაც ვერ გაიგებს შენს ნათქვამს.
ყველა ქალი და ყველა კაცი ვარსკვლავია.
ჩვეულებრივი მოკვდაობა, მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაა.
იშვიათად ვლაპარაკობ ხოლმე – ყველა სიტყვა გაფლანგულია და არცერთია მართალი. არავის გამოუგონებია ენა, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან შეძლებდა აზრების ჩამოყალიბებას.
ამას იმიტომ ვწერ, რომ არ ვიტირო. თუმცა, მე ვტირი, უბრალოდ ცრემლები არ მოდიან.
ბედნიერება ჩვენშია დამალული და მისი გამოყვანის საშუალება კოკაინია.
ყველა აზრი მისი საპირისპიროთი დააბალანსე. რადგანაც, მათი კავშირი ილუზიების გაქრობას გამოიწვევს.
სრულყოფის გზა, ყველა წესის დარღვევაშია – თუმცა, ისინი იდეალურად უნდა იცოდე, რომ დაარღვიო. სხვა შემთხვევაში ზღვარის გადალახვის პოზიციაში არ იმყოფები.
ხშირად მაქვს ფიქრები, რომ არანაირი “მე” არ არსებობს. რომ, ჩვენ უბრალოდ რაღაცის გამოხატვის საშუალებები ვართ. და რომ, როცა ვფიქრობთ რომ საკუთარი თავები ვართ, მაშინ უბრალოდ დელუზიის მსხვერპლები ვხდებით.
მაგია მეცნიერება და ხელოვნებაა, მტკიცე სურვილით გამოიწვიო გეგმაზომიერი ცვლილებები.