ვინ არის ყველაზე “სულელი” მოცემულ სურათზე?

არ არსებობს განსაზღვრული “სწორი” ან “არასწორი” პასუხი ამ კითხვისთვის. თუმცა, ლოგიკის ამუშავებით საინტერესო დასკვნებამდე შეიძლება მივიდეთ.

დააკვირდით სურათს და უპასუხეთ კითხვას: “ხეზე მჯდართაგან, რომელია ყველაზე სულელი ადამიანი?

გაითვალისწინეთ: შეადარეთ თითოეული ადამიანი, რა პოზიცია უჭირავთ მათ და რას აკეთებენ. გაითვალისწინეთ, რომ ხიდან ჩავარდნა გამოიწვევს ტრავმას, ასე რომ, ნუ დაივიწყებთ რისკებს. და კარგად დააკვირდით სიტყვა “სულელის” ზუსტ მნიშვნელობას.

გააგრძელეთ კითხვა, მას შემდეგ რაც არჩევანს გააკეთებთ.

ილუსტრაციის ავტორები (The Epoch Times) ორ სხვადასხვა გადაწყვეტამდე მივიდნენ. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ვარიანტებიც, თუმცა გთავაზობთ ორ ყველაზე ლოგიკურ პასუხს.

პასუხი I: I ადამიანი ყველაზე სულელია (შემგუებლობა)

მარტივი ლოგიკა გვეუბნება, რომ საუკეთესო პოზიცია ხის ტანთან ახლოსაა. ამ ლოკიგით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პირველი და მეოთხე ყველაზე სუსტი პოზიციებია და შესაბამისად პირველი და მეოთხე პერსონა ყველაზე ნაკლებად გამჭრიახია, რადგან პოზიციის არჩევისას არ გამოიყენა ლოგიკა. აქედან გამომდინარე, პირველი და მეოთხე “სულელად” ყოფნის კანდიდატებია.

მეოთხე ადამიანი სტრესის ქვეშაა, (შეიძლება სუიციდისკენაა მიდრეკილი) მისი სახის გამომეტყველებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ნაკლებად აცნობიერებს თავის პოზიციას და ქმედების შედეგებს.

მეორე მხრივ, პირველი ადამიანი ყველაზე მშვიდი ჩანს, საფრთხის მიუხედავად. ის უყყრადღებოდ ეპყრობა მოსალოდნელ შედეგებს.

არჩევანზე გავლენა მოახდინა წინამძღვარმა: ყველაზე ჭკვიანები საკუთარი გონებაგამჭრიახობის უპირატესობით გადარჩებიან.

თუ შენ ამ პასუხისკენ გადაიხარე

… დიდი ალბათობით მეცნიერების პროგრესის გწამს და ძველ იდეების საფუძველს საკუთარი ლოგიკით იკვლევ. შესაძლოა ძველ ინსტიტუციებს ცრუმორწმუნეობრივად და დოგმატურად აფასებდე. გჯერა, რომ ადამიანები იმ ფორმაში მოიყვანენ სამყაროს, როგორსაც ვიმსახურებთ.

პასუხი II: მესამე ადამიანი ყველაზე სულელია (მეტაფიზიკური სამართალი)

მაშინ როცა ლოგიკა გვეუბნება, რომელია უკეთესი პოზიცია აქ და ახლა, არსებობს უფრო ფართო განშტოებები, რომლებიც ნაკლებად ლოგიკურია, თუმცა შედეგებს მორალზე და მეტაფიზიკაზე დაფუძნებით განიხილავს.

სამართლიანობის იდეა მომავალი სასჯელის უამრავ ვარიანტს აჩენს. შეიძლება ეს იყოს პატიმრობა ან პასუხისგების სხვა ფორმა. მეტაფიზიკურ დონეზე, ეს შეიძლება იყოს “ცუდი კარმის” მოზიდვა, რეინკარნაცია სიცოცხლის დაბალ ფორმებში, ან სიკვდილის შემდეგ სამუდამო ჯოჯოხეთში წასვლა.

ყველაზე სულელი ადამიანი შეიძლება ის იყოს, რომელიც საბოლოოდ ყველაზე ცუდ სასჯელს მიიღებს. 

იდეალურ ვარიანტში, პირველი ადამიანი შეეცდებოდა მის მიმართ მომართული დამაზიანებელი ქმედებების აღკვეთას, თუმცა უკვე გვიან იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა. ისიც შესაძლებელია, რომ ვერ აანალიზებდეს იმ საფრთხეს, რომელშიც იმყოფება. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ის პასიურია, რადგან საკმარისად ჭკვიანია, იმისთვის, რომ ვინმეს მიმართ აგრესია გამოავლინოს.

ამასობაში, მეოთხე ადამიანი საკუთარ თავს ინადგურებს, რაც კარგი ნამდვილად არაა. თუმცა, მაშინ როცა ის სტრესის ქვეშაა და ვერ აანალიზებს ქმედებებს, ვერ ვიმსჯელებთ თუ რამდენად კეთილგონიერია ჩვეულებრივ სიტუაციებში. სულ მცირე, მისი ქმედებები სხვას მაინც არ აზიანებს.

მეორე და მესამე ადამიანი კი დანაშაულს სჩადიან. ისინი პასუხს აგებენ, ან ციხეში წავლენ, ან სიცოცხლის შემდეგ დაიტანჯებიან. ისინი განზრახ ვნებენ სხვებს და მათი მოქმედების შედეგი ყველაზე სერიოზული შეიძლება იყოს. მესამე ადამიანი ყველაზე დიდ სასჯელს მიიღებს, რადგან ორ ადამიანს ვნებს. შესაბამისად ის არის ყველაზე სულელი.

თუ აირჩიე მესამე ადამიანი:

… შენ პატივსაცემ მორალების იცავ, ძველ ინსტიტუციებს და ტრადიციებს პატივს სცემ (მეტაფიზიკური რწმენების და იდეების ჩათვლით). ფიქრობ, რომ მეცნიერული თეორიები ნაკლებად სარწმუნოა და მათ დროის გამოცდებს უნდა გაუძლონ. ადამიანები კი მეტად ფრთხილები უნდა იყვნენ, როცა “პროგრესის” მიღწევას ცდილობენ.

სტატია მომზადებულია The Epoch Times-ის მიხედვით.
ილუსტრაციის ავტორი The Epoch Times.
დატოვე კომენტარი