რატომ არაა სკოლაში კარგად სწავლა წარმატებული ცხოვრების გარანტი?

ბავშვობაში, როცა სკოლაში სწავლისას ვზარმაცობდით, ყველა გვეუბნებოდა, რომ თუ გვინდოდა ცხოვრებაში წარმატებული ადამიანები გავმხდარიყავით, სკოლაში კარგი ნიშნები უნდა მიგვეღო.

მაგრამ რეალობა განსხვავებულია. დაფიქრდით, რამდენ წარმატებულ მოსწავლეს იცნობთ, რომლებმაც ზრდასრულობაში ვერაფერს მიაღწია? კარგი ბიჭები და კარგი გოგონები, ვინც დავალებას ყოველთვის აკეთებდა, მოწესრიგებული იყო და გაკვეთილებს არ აცდენდა, დღეს ისეთ სამსახურებში მუშაობენ, რომლებიც არ მოწონთ. ისევე ცხოვრობენ, როგორც ყველა სხვა. რა არის ამის მიზეზი?

ის რაც წარმატებული ცხოვრებისთვის გვჭირდება, სკოლებში არ ისწავლება

ეს არ არის სწავლისთვის თავის დანებებისკენ მოწოდება. სკოლაში ბევრი ისეთი რამ ისწავლება, რაც ცხოვრებაში გვჭირდება, ენები, ელემენტარული მათემატიკა… თუმცა სკოლის ცხრილები იდეალური არ არის. სკოლაში იმას არ გვასწავლიან, რაც ნამდვილად გვჭირდება ცხოვრებასთან გასამკლავებლად.

მათ უნდათ, რომ გულხელდაკრეფილი ველოდეთ როდის აგვირჩევენ. მათ უნდათ რომ ნებართვას სხვებისგან ვიღებდეთ. გვეუბნებიან, ის გავაკეთოთ რაც საჭიროა, იმის ნაცვლად, რომ ვეცადოთ შევცვალოთ.  ისინი მოგვიწოდებენ იდეების განვითარებისკენ, მათი გენერირების ნაცვლად. უნდათ დავიჯეროთ, რომ ჩვენ მძაფრი, ხანგრძლივი და ცხოვრებისეული ინტერესების შესახებ იციან.

საერთო ჯამში, სკოლაში მაღალი ნიშნების მისაღებად საკმარისია იყო დამჯერი, დანარჩენი კი მასწავლებლის მოლოდინებზეა დამოკიდებული. იმის ნაცვლად, რომ ბავშვებს დაეხმარონ გაიაზრონ, თუ რატომ აკეთებენ კონკრეტულ რამეებს, უბრალოდ ქადაგებენ, რომ წესები დაიცვან. რის შედეგადაც მოსწავლეს კრიტიკული აზროვნება და ორიგინალურობა ეთრგუნება.

თუმცა, ცხოვრება ასე არ მუშაობს. იმისთვის, რომ წარმატებული იყო, უნდა შეგეძლოს იფიქრო ჩარჩოებს მიღმა, იმის ნაცვლად, რომ აკეთო ის რასაც ყველა აკეთებს. ამის გარდა ცხოვრებაში უთვალავი ისეთი ასპექტია, რასაც სკოლაში არ ეხებიან. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები? როგორ ავაწყოთ ჯანსაღი ურთიერთობა? როგორ ვიმუშაოდ ჭკვიანურად? როგორ ვიცხოვროთ აზრიანი ცხოვრებით?

სკოლაში ცუდად სწავლა არ ნიშნავს წარუმატებლობას (და ამას ციფრებიც ამტკიცებენ)

როგორც მინიმუმ, უმაღლესი სკოლის დამთავრების დიპლომი მეტ შესაძლებლობებს ხსნის, ამტკიცებს  ფუნდამენტური ცოდნის და უნარების არსებობას. თუმცა სკოლაში წარუმატებლობა, არ ნიშნავს ცხოვრებაში წარუმატებლობას. ყველას გვსმენია სტივ ჯობსი, რიჩარდ ბრენსონი, ოპრა უინფრი, ჯიმ ქერი… და კიდევ უამრავი წარმატებული ადამიანი, რომელიც სკოლაში ცუდ მოსწავლედ ითვლებოდა, ან სკოლიდან გარიცხეს. “Current Biography Yearbook (გამოცემა 1959-2005 & 2007)” წარმატებულ ადამიანებზე მოგვითხრობს, მათგან, როგორც მინიმუმ, 768 ადამიანს სკოლა არ დაუმთავრებია, თუმცა წარმატებულია სხვადასხვა დარგში.

  • 26 მილიარდელი
  • 10 ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 63 ოსკარის მფლობელი
  • 56 მაღალ გაყიდვადი მწერალი

და კიდევ მრავალი სხვა… (სრული სია თუ გაინტერესებთ, ლინკზე იხილავთ)

მგონი ცხადია განსხვავება წარმატებულ მოსწავლეობას და წარმატებულ ადამიანობას შორის.

ცხოვრება გრძელი გაკვეთილია, იმდენად გრძელი, რომ ადამიანის წარმატებას ერთი პატარა მონაკვეთით ვერ განსაზღვრავ

თუ სკოლა ახლახანს დაამთავრე, სწავლა განაგრძე, რადგან ის რასაც სკოლაში სწავლობ არასდროსაა საკმარისი, წარმატებული ცხოვრების გასაძღოლად. თუ მოსწავლე ხარ, არ აქვს მნიშვნელობა კარგად სწავლობ თუ ცუდად, ნუ მიიღებ სკოლის ნიშნებს ზედმეტად სერიოზულად. ბრმად ნუ დაიჯერებ, რომ წარმატების ერთადერთი გარანტი მაღალი ნიშნებია, ან წესების დაცვა ყოველთვის კარგია. თუმცა, წესები მნიშვნელობის გაუცნობიერებლად არ დაარღვიო. უბრალოდ არ შეწყვიტო ფიქრი.

თუ მშობელი ან მასწავლებელი ხარ, ნუ კონცენტრირდები სკოლის ნიშნებზე. ეცადე ბავშვების პოტენციალი დაინახო და მათი ტალანტები გამოაღვიძო, რითაც მათ თავდაჯერებას გაზრდი და წარმატებული ცხოვრების წინაპირობას ააშენებ.

სტატია მომზადებულია lifehack.org-ის მიხედვით
სტატიის ინსპირაცია (ვიდეო)
ორიგინალი სტატიის ავტორი Anna Chui
დატოვე კომენტარი