როგორ დავამარცხოთ ოპონენტი ონლაინ დისკუსიებში?

ფეისბუქში გამართული დისკუსიები შესაძლოა საათობითაც კი გაგიგრძელდეს. იმის ნაცვლად, რომ რაიმე სასარგებლო გააკეთოთ, თქვენ მუდმივად უნდა უმტკიცოთ თქვენი აზრის სისწორე იმ ადამიანს, რომელიც ცხოვრებაში არასოდეს გინახავთ და დიდი ალბათობით ვერც ვერასდროს ნახავთ. ჩვენ მოვამზადეთ ხუთი შესანიშნავი გზა ოპონენტის დასამარცხებლად თითქმის ნებისმიერ ინტერნეტ დავაში.

1. გაუკეთეთ განსხვავებული ინტერპრეტაცია ოპონენტის თვალსაზრისს, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და არ დაგავიწყდეთ მხიარული სურათის მიბმა თქვენს პასუხზე.
შესრულებულია, საოცარი ხართ !

ამრიგად თქვენ მოწინააღმდეგის პოზიციას აბსურდულობამდე დაიყვანთ, მის ნაკლოვანებებზე აკეთებთ აქცენტს, მაგალითად:

„მოგწონს ხო საბჭოთა კავშირი? ციმბირშიც სიამოვნებით გადასახლდებოდი ალბათ…“

2. საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა ! რატომ უნდა დაამტკიცოთ და აუხსნათ რამე, მაშინ როცა შეგიძლიათ პირდაპირ მეხი და ელვა ახალოთ თავში, ვინც გაბედა და გამოთქვა უთანხმოება თქვენს მოსაზრებასთან დაკავშირებით. დაე მიხვდეს ის ნაგლი, რომ თქვენთან სპორის ჩამოგდებით დიდი შეცდომა დაუშვა !

3. თითქმის ყოველთვის შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ერთი ან რამდენიმე გრამატიკული შეცდომა ოპონენტის ნაწერში. იპოვეთ მოწინააღმდეგის შეცდომა პუნქტუაციაში ან სინტაქსში და საჯაროდ შეარცხვინეთ იგი !

4. თავი დაიჭირეთ ისე, თითქოს ძალიან ახლოს იცნობთ დავის საგანს, ან თითქოს ვინმე თქვენი ახლობელი არის ექსპერტი ამ საკითხში. ეს მეტ წონას მატებს თქვენს არგუმენტებს.

Angry funny guy with glasses reproaching somebody and pointing

5. ყველაფრის მიუხედავად თუ თქვენ მაინც გამოგელიათ არგუმენტები და გრძნობთ, რომ ოპონენტმა ინტელექტუალურად მიგიმწყვდიათ კუთხეში, მაშინ თქვენ დაგრჩენიათ ერთადერთი გამოსავალი. არა, ნუ აღიარებთ, რომ ის მართალია. უბრალოდ დაბლოკეთ თქვენი მოწინააღმდეგე და ეს გააკეთეთ რაც შეიძლება დემონსტრაციულად და დრამატულად. ამის შემდეგ კიდევ შეგიძლიათ ჯგუფში წეროთ, თუ რამდენად სულელური არგუმენტები მოყავდა მას. ის მაინც ვეღარ გიპასუხებთ.

ნათარგმნია წყაროდან.

დატოვე კომენტარი