საათი კოშკზე – ებრაული იგავი

იმდენად დიდი ხნის მანძილზე, რამდენიც ვინმეს შეუძლია გახსენება ერთი ქალაქის უმაღლეს შენობის თავზე საათი ეკიდა.
დღის განმავლობაში, ხალხი როცა თავის საქმეებზე დადიოდა, პერიოდულად უყურებდა დიდ საათს და საკუთარი საათის დროს ადარებდა, თუ ცდომილება იყო საკუთარ საათებს ასწორებდნენ და დიდი საათის დროზე აყენებდნენ.
მაგრამ, დრო შეიცვალა, ხალხში უკმაყოფილების სიტყვები გაისმა:
“საათი იმდენად მაღლაა, რომ ყოველთვის მასზე შეხედვა კისრის ტკივილს იწვევს. რატომ არ შეიძლება დავწიოთ ის თვალის დონეზე, რომ მარტივად დასანახი იყოს?”
“საათი რომ გაფუჭდეს, მისი შეკეთება შეუძლებელი იქნება. თუ უფრო დაბალ შენობაზე დავაყენებთ, მას ბევრად მარტივად მოვუვლით, საჭიროების შემთხვევაში.”
ქალაქის კრება მოიწვიეს, თემა განიხილეს და საათი დაბალ შენობაზე გადმოიტანეს.
ამის შემდეგ, სახალისო პრეცენდენტი დამკვიდრდა. როცა საათებს შორის შეუსაბამობას ხედავდნენ, საკუთარი საათის დროს აღიქვამდნენ რეალურად და ქალაქის საათზე წევდნენ დროს. რადგანაც უკვე მარტივი მისაწვდომი იყო. შემდეგ კიდევ ვიღაცა გაივლიდა, მისი დროც არ დაემთხვეოდა და ისიც შეასწორებდა ქალაქის საათის დროს.
ცოტა ხანში, ქალაქის საათს იმდენი შეეხო, რომ გაფუჭდა. შეთანხმდნენ, რომ საათი უკვე აღარ იყო რელევანტური და არ ღირდა მისი შეკეთება. შედეგად საათი ნაგავში მოისროლეს.

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments