შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ძილის გარეშე?

ზოგიერთი ამას ხეზე დაკიდებული აკეთებს, ზოგიერთი კი თბილ საბანში გახვეული.

იმის მიუხედავად, რომელი პოზა ურჩევნიათ, ღამურებს, სპილოებს, ბაყაყებს, ფუტკრებს, ადამიანებს და ყველა ცოცხალ არსებას ერთი საერთო აქვს – ყველას გვძინავს.

ჯერჯერობით მეცნიერებს არ აღმოუჩენიათ ისეთი არსება, რომელსაც არ სძინავს. მაგრამ, არის კი ძილი აუცილებელი გადარჩენისათვის?

უძილობის საფრთხეები

ადამიანების უმეტესობა თანხმდება, რომ ძილი აუცილებლად საჭიროა.

ადამიანებს მოქმედებითი უნარების დაქვეითება აღენიშნებათ ერთი უძილო ღამის შემდეგაც კი. ცუდი ძილი გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებთანაა ასოცირებული, მან შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა, წონაში მატება და დიაბეტი. ეს კავშირები და ფაქტი, რომ ყველა ცხოველი საჭიროებს ძილს, გვარწმუნებს, რომ ძილი აუცილებელია არსებობისთვის.

რას აკეთებს რეალურად ძილი? აძლევს ძილი გონებას დაზიანება აღმოფხვრას და ინფორმაცია დაამუშაოს? აუცილებელია ენერგიის რეგულაციისათვის?

მეცნიერები ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობენ, ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე ცდილობდა ახსნას, თუ რატომ გვძინავს ჩვენ. თუმცა ძილის ზუსტი დანიშნულება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

1980-იან წლებში Marie de Manacéïne ძილის ფენომენის გამოკვლევით იყო შეპყრობილი:

“ყველას გვიყვარს სიცოცხლე და გვინდა რაც შეიძლება დიდ ხანს ვიცოცხლოთ, თუმცა სიცოცხლის მესამედს, ხანდახან ნახევარსაც კი, ძილში ვატარებთ.”

მან ძილის აღკვეთის ექსპერიმენტი ჩაატარა ცხოველებზე.

მარია მანასეინას მიდგომა ბოროტული ჩანს, მან ლეკვები რამდენიმე დღე ამყოფა უძილრად, რის შედეგადაც ისინი დაიხოცნენ. წლების მანძილზე მსგავსი ექსპერიმენტები სხვა ცხოველებზეც გამოსცადეს და იგივე შედეგები მიიღეს. ამ შემთხვევებში სიკვდილის გამომწვევი მიზეზი უცნობია, და უცნობია როგორ იყო ის დაკავშირებული უძილობასთან.

სუპერ-ხანმოკლე მძინარები

როგორც ვხედავთ ტოტალური უძილობა სახიფათოა, თუმცა არსებობენ ცხოველები, რომლებიც ძილს ძალიან მცირე ხანს ანდომებენ. მეცნიერების აზრით, სწორედ ეს ცხოველები უნდა დაგვეხმარონ ძილის რეალური ფუნქციის გარკვევაში.

“როგორც ჩანს ზოგიერთი ცხოველი ნაკლებ ძილს საჭიროებს გადარჩენისთვის, ვიდრე ძილის აღდგენითი ფუნქციების გამო მოველოდით.” – ამბობს ნილს რატენბორგი, Live Science-თან ინტერვიუში. მეცნიერი, რომელმაც ჩიტების ძილი გამოიკვლია.

2016 წელს, გალაპაგოსზე ფრეგატისებრი ჩიტები (Fregata minor) აღჭურვეს პატარა მოწყობილობებით, მათი ტვინის ელექტრული აქტივობის გასაზომად. მონიტორინგმა აჩვენა, რომ ოკეანეზე გადაფრენისას მათი ტვინის ერთ ჰემისფეროს ეძინა. ჩიტები ზოგჯერ ორივე ჰემისფეროთიც კი იძინებდნენ.

კვლევის შედეგად ფრენისას ფრეგატებს მხოლოდ 42 წუთამდე ეძინათ დღის განმავლობაში. მაშინ როცა ხმელეთზე ყოფნისას 12 საათზე მეტი აქვთ ხოლმე თვალები დახუჭული.

შეიძლება თუ არა ისეთი ცხოველი აღმოვაჩინოთ რომელსაც ძილი არ სჭირდება?

“ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ კვლევები გვიჩვენებს რომ დროის მცირე მონაკვეთი მაინც ყველასთვის აუცილებელია, თუნდაც ისეთი მცირე, როგორც 40 წუთია.”

მომზადებულია livescience.com-ის მიხედვით

 

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *