რა არის გონებრივი ტელეპათია და რა ფორმებით გვევლინება ის?

ოდესმე გამოგიცდიათ თქვენ ახლობელ ადამიანთან ისეთი კავშირი, რომელმაც გაფიქრებინათ, რომ თქვენი გონება და სული როგორღაც ერთმანეთთანაა კავშირში?

გონებრივი ტელეპათია, გონებების კომუნიკაცია, ყველამ შეიძლება გამოცადოს. ეს ფენომენი ხშირ შემთხვევაში მაშინ ხდება როცა ვინმე გვიყვარდება, ან იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებთანაც მჭიდრო კავშირი გვაქვს, როგორიცაა დედაშვილის კავშირი.

მილიონობით ისტორიაა, რომლებიც ტელეპათიურ კავშირზე გვიყვება. ადამიანები, რომლებმაც ტელეპათიურად შეიტყვეს ახლობელი ადამიანის სიკვდილი, ან ბავშვის დაბადება.

საკმაოდ დიდია იმის შანსი რომ შენ უკვე გამოგიცდია ტელეპათიური კავშირი, როცა ტელეფონის ზარი ისმის და შენ უკვე იცი ვინ გირეკავს.

ფიზიკოსი ალან იოზეფსონი, რომელმაც 33 წლის ასაკში დაიმსახურა ნობელის პრემია 1973 წელს, ჩვენ მიერ ნახსენები ფიზიკური ფენომენის დიდი დამცველია.

გონებრივი ტელეპათიის განმარტება ფსიქოლოგიაში

პრინსტონის უნივერსიტეტის მიხედვით, ტელეპათია არის “ინფორმაციის მიმოცვლა გონებებს შორის, ან შეგრძნებები ადამიანებს შორის, რომელიც ცდება 5 კლასიკურ გრძნობას.” ტელეპათიის რეალურობის დასადგენამ მრავალი კლინიკური ექსპერიმენტი ჩატარებულა, რომლებიც აბსოლიტურად განსხვავებული შედეგებით სრულდებოდა.

სატელეფონო ზარები

თანამედროვე სამყაროში ტელეპათია ყველაზე ხშირად სატელეფონო კავშირისას ხდება. როდესაც მიზეზგარეშე ვინმეზე იწყებ ფიქრს და მოულოდნელად ტელეფონის ზარი ისმის და შენ იცი, რომ სწორედ ის გირეკავს ვისზეც ფიქრობდი.

ტელეპათიური მკვლელობა

თუ ნეიროფსიქოლოგიის ექსპერტ, ნევზათ ტარჰანს დავუჯერებთ, 2006 წელს თურქეთში 4 ინჟინრის მკვლელობა ტელეპათიასთანაა დაკავშირებული. (მკვლელმა მსხვერპლები ტელეკინეზის საშუალებით მიიყვანა სუიციდამდე)

დასკვნა თურქეთის პრემიერ მინისტრის საგამოძიებო უწყებამ დადო. რომლის მიხედვითაც თავის ტკივილები და გონებრივი აშლილობა, რაც მსხვერპლებმა განიცადეს, მკვლელმა გამოიწვია, ტვინის მიერ გამომუშავებული ელექტრო-იმპულსების დახმარებით. რომელიც ამ დროს მათგან კილომეტრით იყო დაშორებული.

დაბადებისას დაშორებული ტყუპების პარალელური ცხოვრება?

პარანორმალური კვლევების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დოკუმენტირებული საქმეა ძმები ჯიმების ამბავი. რაც ხაზს უსვამს, იდენტური ტყუპების უნიკალურ კავშირს, რომელიც გენეტიკის მიღმაა.

1940 წელს, დაბადებიდან მალევე, ამერიკელი იდენტური ტყუპები ჯიმ სპრინგერი და ჯიმ ლუისი სხვადასხვა ოჯახებში გააშვილეს. მათ არაფერი იცოდნენ ერთმანეთის არსებობის შესახებ, სანამ 39 წლის შემდეგ ერთმანეთს არ აღმოაჩენდნენ.

ძმების ცხოვრებების მსგავსება განმაცვიფრებელი იყო. დავიწყოთ იქედან, რომ აყვანის შემდეგ ორივეს ჯიმი დაარქვეს, ორივე ორჯერ დაქორწინდა, ორივე შემთხვევაში პირველ ცოლს ლინდა ერქვა, მეორეს ბეტი.

ორივეს შვილს ჯეიმს ალანი ერქვა. ორივეს ჰყავდა ძაღლი სახელად “თოი”, ორივეს ნამუშევარი ჰქონდა შერიფის პალატაში, სვამდნენ ერთი და იმავე ლუდს, ეწეოდნენ ერთი მარკის სიგარეტს და ორივეს ჰყავდა შევროლე.

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments