იუმორისტული ლიტერატურის კლასიკოსი პელემ გრენვილ ვუდჰაუსი (1881-1975) ინგლისის ქალაქ გილფორდში დაიბადა. კოლეჯში სწავლისას ადგილობრივ ჟურნალსაც რედაქტორობდა და ჩინებული მოკრივეც იყო. სწავლის დამთავრების მერე ბანკში მუშაობდა, თავისუფალ დროს კი წერდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვუდჰაუსს – უკვე სახელგანთქმულ მწერალს – ბრალი კოლაბორაციონიზმში დასდეს. ბრიტანულ პრესაში დღემდე ქვეყნდება სტატიები, რომლებშიც მწერლის ბიოგრაფიის ამ საჩოთირო დეტალს უტრიალებენ. ომის შემდეგ ვუდჰაუსი შეერთებულ შტატებში გადასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ვუდჰაუსი ათობით წიგნის ავტორია, თუმცა რომანებისა და მოთხრობების სერია ჯივზისა და…
Subscribe
Login
1 კომენტარი
Oldest