„კაპიტან გრანტის შვილები“ ჟიულ ვერნის ცნობილი ტრილოგიის პირველ ტომს წარმოადგენს. ამ რომანში ერთიანდება „ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ“-ისა და „საიდუმლო კუნძულის“ სიუჟეტური ხაზები. შოტლანდიაში ინგლისელების ბატონობით უკმაყოფილო მამაცი კაპიტანი გრანტი გადაწყვეტს, გამოიკვლიოს წყნარი ოკეანის კუნძულები, რომ ერთ-ერთ მათგანზე თავისუფალი შოტლანდიური კოლონია დაარსოს. გავიდა ხანი და გრანტის ექსპედიცია უგზო-უკვლოდ დაიკარგა. კაპიტნის მიერ წყალში ჩაგდებულ ბარათებიან ბოთლს მისი თანამემამულეები იპოვნიან და იახტა „დუნკანით“ გრანტის საძებნელად გაემართებიან. მამაც მოგზაურებს წინ უამრავი ხიფათი ელის. მოვლენათა მოულოდნელი განვითარება, ერთი შეხედვით გამოუვალი…